ინტერვენცია სამხრეთ რუსეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ რუსეთის ინტერვენცია

ფრანგული ტანკები ოდესაში, 1919
თარიღი 1918, დეკემბერი – 1919, აპრილი
მდებარეობა სევასტოპოლი, ოდესა, ხერსონი და ნიკოლაევი, უკრაინა
შედეგი მარცხი, მოკავშირეთა ევაკუაცია
მხარეები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
საბერძნეთის სამეფო
რუსეთის დროშა თეთრი არმია
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
წითელი არმია
მწვანე არმია (18 თებერვლიდან)
მეთაურები
საფრანგეთის დროშა ჰენრი ბერტლოტი
საფრანგეთის დროშა ფილიპ დანსელმი
კონსტანტინოს ნიდერი
რუსეთის დროშა ანტონ დენიკინი
ნიკიფორ გრიგორიევი
ვლადიმირ ანტონოვ-ოვსიენკო
ნიკიფორ გრიგორიევი
ანატოლი სკაჩკო
ძალები
15,000 ფრანგი
23,000 ბერძენი
30,000–40,000 გრიგორიევის არმია
უკრაინის ფრონტი ყირიმში.

ინტერვენცია სამხრეთ რუსეთშისაფრანგეთის მიერ ორგანიზებული ინტერვენცია უკრაინაში. მიმდინარეობდა 1918 წლის დეკემბერსა და 1919 წლის აპრილში შავი ზღვის სანაპიროზე, ყოფილი რუსეთის იმპერია. ნაწილი მოკავშირეების ინტრევენციისა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ. ინტერვენცია რუსეთის სამოქალაქო ომში, თეთრი მოძრაობის მხარეს იჭერდა, თუმცა ის წარუმატებლად დასრულდა.

მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის, 11 ნოემბერს გერმანიის არმია კაპიტულირდა დასავლეთის ფრონტზე, რამაც აღმოსავლეთის ფრონტზე ძალთა ვაკუუმი შექმნა. ომი გაჩაღდა სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მათ შორის იყო: თეთრარმიელები, ბოლშევიკები და უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობა. საფრანგეთის პრემიერმინისტრმა ჟორჟ კლემანსმა მიიღო ინტერნაციონალური ექსპედიციის გაგზავნის გადაწყვეტილება, რათა უზრუნველყო ამ ტერიტორიებიდან გერმანიის უკან დახევა, ბოლშევიზმის შეჩერება და ეკონომიკური გავლენის სფეროს გაზრდა.

ექსპედიციაში ჩაერთო საბერძნეთი, რომელმაც გამოგზავნა რამდენიმე კონტიგენტი (მე-2 და მე-13 დივიზიები) გენერალ-მაიორ კონსტანტინოს ნიდერის ხელმძღვანელობით. შემდგომ თვეში ექსპედიციაში ასევე ჩაერთო პოლონეთის, რუმინეთის და ჩეხეთის სამხედრო ერთეულები. მოკავშირეთა ექსპედიციას ჰენრი ბერტოლატო ხელმძღვანელობდა, რომელიც დუნაის ფრონტის (რუმინეთი) საფრანგეთის არმიის მთავარსარდალი იყო.

ინტერვენცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წელს, დეკემბრის მდგოამრეობით უკრაინაში რთული ვითარება იყო. აქ იყო გერმანიის მხარდაჭერით არსებული უკრაინის გეტმანი, პავლო სკოროპადსკი, რომლის მმართველობა სიმონ პეტრიურას ხელმძღვანელობით, უკრაინის ნაციონალისტურმა სახალხო რესპუბლიკამ დაამხო. ასევე პრო-რუსული თეთრი არმია, ანტონ დენიკინის მეთაურობით. ასევე ბოლშევიკური ძალები, რომელიც თავს დაესხა უკრაინას და კიევისაკენ მიემართებოდა. ასევე რამდენიმე დამოუკიდებელი მცირე არმია და ბანდფორმირებები, რომლებიც მხარეებს სიტუაციდან გამომდინარე იცვლიდნენ.

ფრანგული კონტიგენტი 1918 წლის, 18 დეკემბერს ოდესაში, 26 დეკემბერს სევასტოპოლში, ნიკოლაევში და ხერსონში, ხოლო 1919 წლის იანვარს ტირასპოლში დაეშვა. მათ მჭიდრო კავშირი გააბეს უკრაინის არმიასა და თეთრარმიელებთან. ამ დროისთვის რუსული არმია არადისციპლინირებული და სამხედრო გამოცდილების არ მქონე იყო. შემდეგი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო, ისინი მტრულად განეწყვნენ ფრანგების, განსაკუთრებით კი ბერძნების მიმართ და მათ არა განმათავისუფლებელ, არამედ დამპყრობლებად განიხილავდნენ. ყოველი ეს ფაქტორი, ასევე აისახა მოკავშირეებზეც, რომელთა ნაწილი ბოლშევიკური პროპაგანდის მსხვერპლი გახდა.

1919 წლის იანვრის მიწურულს, ბერტლოტი არმიის სიმცირეზე ჩიოდა. ის ჯერ კიდევ 3,000-ზე ნაკლებ სამხედროს მეთაურობდა და უკრაინის დასაკავებლად 20 დივიზიას ითხოვდა. ამ დროისთვის ბოლშევიკები და ინტერვენციონისტთა მოკავშირეები უკვე რაღაც შეთანხმებამდეც მისულიყვნენ.

ხერსონი, ნიკოლაევი და ოდესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ლიდერი, ატამან ნიკოფორ გრიგორიევი, 1919 წლის 18 თებერვალს, ბოლშევიკებს მიემხრო და მისი არმია უცხოურ ინტერვენციონალისტთა არმიის წინააღმდეგ მიმართა. მისი არმია, რომელიც თავდაპირველად 10-12,000 სამხედროს ითვლიდა 2 მარტს ხერსონს მიადგა, რომელიც ოკუპირებული იყო 150 ფრანგი, 700 ბერძენი და რამდენიმე ასეული მოხალისის მიერ. მძიმე შეტაკების შედეგად, ქალაქი 9 მარტს დაეცა და მოკავშირეთა ძალები, ინტენსიური დაბომბვის ქვეშ ფრანგული ხომალდით ევაკუირებულ იქნა. მოკავშირეებზე თავდასხმას, არა მხოლოდ გრიგორიევის არმია, არამედ ქალაქის ადგილობრივი მოსახლეობაც ახორციელებდა. შეტაკებაში ფრანგების 22 ჯარისკაცი დაიჭრა და 4 დაიღუპა, ბერძნებს კი 250-მდე დანაკარგი აღენიშებოდათ. ასევე დაიღუპა ქალაქის ბერძენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ხერსონის დაკავების შემდეგ, გრიგორიევი ნიკოლაევისაკენ დაიძრა, სადაც ამ დროისთვის უფრო ნაკლები მოკავშირეთა ჯარები იმპყოფებოდა. ქალაქში ასევე იმყოფებოდა კარგად შეიარაღებული 12,000 გერმანული არმია, მაგრამ მათ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ ბრძოლაში ჩართულიყვნენ. ქალაქის ფრანგმა მეთაურმა გრიგორიევთან ზავის დადება მოახერხა და 14-16 მარტს მოკავშირეებმა, მათ შორის გერმანელებმაც ქალაქი ბრძოლის გარეშე დატოვა და უკან საკმაო ოდენობის აღჭურვილობა მიატოვეს.

მოკავშირეები მათ უკანასკნელ ბასტიონში, ოდესაში გამაგრდნენ. ამ მომენტისათვის ქალაქში საშინელი მდგომარეობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში 25,000 სამხედრო იმყოფებოდა, გრიგორიევის არმია უკვე 30,000-დან 40.000-მდე მერყეობდა. მოწინააღმდეგეთა არმიის რიცხობრივ უპირატესობას ასევე ემატებოდა მოკავშირეთა არმიის საბრძოლო მორალის დაცემა, ასევე მარაგის დეფიციტი და მოსახლეობის რევოლუციური განწყობა. ქალაქს ჩრდილოეთიდან ასევე უახლოვდებოდა 17,000 წითელ არმიელი. მოკავშირეების აღმოსავლეთის არმიის უმაღლესმა მთავარსადალმა, ფრანშეტ დესპერემ, რომელიც ოდესაში 20 მარტს ჩამოვიდა დაუყოვნებლივი მიიღო ევაკუაციის გადაწყვეტილება და გენერალ დანსელმს უბრძანა ევაკუაციისთვის მომზადებულიყო. 29 მარტს ფრანშეტ დესპერემ კლემენუსგან უკან დახევის უფლება მიიღო. 6 აპილს მოკავშირეთა არმიამ და 50,000 მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა ქალაქი.

სებასტოპოლი და ყირიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლემენუმ ფრანშეტ დესპერეს მოუწოდა რომ სევასტოპოლი და ყირიმი შეენარჩნებინა, როგორც უკანასკნელი ბასტიონი, სამხრეთ რუსეთში განსახორციელებელი შემდეგი ოპერაციებისთვის. მაგრამ ქალაქში ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორც ოდესაში. 14 აპრილსთვის ქალაქს იცავდა 5,000 სამხედრო, მათ შრის 2,000 ბერძენი და 1,500 ალჟირელი და სენეგალელი ჯარისკაცი. 3 აპრილს, ბოლშევიკებმა (მე-2 საბჭოთა უკრაინის არმია) გაარღვიეს პერეკოპის ყელი და სასწრაფოდ მიემართებოდნენ სევასტოპოლისაკენ. 14 აპრილს ისინი უკვე ქალაქის მისადგომებთან იმყოფებოდნენ. ქალაქზე პირველი შეტაკება 16 აპრილს განხორციელდა, თუმცა ის ფრანგული ფლოტის საარტირელიო ჭურვებმა მოიგერია. შემდეგ დღეს ფრანგებმა ზავი ითხოვეს, რათა ქალაქის ევაკუაცია მოეხდინათ.

19 აპრილს, ფრანგულ ხომალდ „ჟან ბარზე“ აჯანყება დაიწყო, მიზეზი ომგადაღლილობა, კომუნიზმის მომხრე ეკიპაჟი და გაუსაძლისი პირობები იყო. აჯანყება მალევე ჩაახშეს, თუმცა ევაკუაცია 29 აპრილამდე გადაიდო, რასაც ასევე მოჰყვა ბოლშევიკების მიერ დაცლილი ქალაქის აღება.

მარცხის მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოკავშირეების ინტერვენცია მარცხით დასრულდა შემდეგი მიზეზების გამო:

  • არაორგანიზებულობა, სანხედრო მარაგის პრობლემები და ცუდად განსაზღვრული მიზნები.
  • ომგადაღლილობა მოკავშირეთა ჯარისკაცებს შორის, რომლებსაც უფრო მეტი სიმპატიები გააჩნდათ წითლების მიმართ ვიდრე თეთრების, რაც ასევე დაუმორჩილებლობის საფუძველი გახდა.
  • ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მტრულად იყო განწყობილი მოკავშირეთა არმიის მიმართ.
  • სამხედრო ოპოზიცია — ბოლშევიკები — მაღალ დისციპლინირობას ავლენდნენ, მაშინ როდესაც თეთრარმიელები უმნიშვნელო სამხედრო ძალას წარმოადგენდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]