ინტეგრირებული ქსელების მანქანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინტეგრირებული ქსელების მანქანა

ინტეგრირებული ქსელების მანქანა — დიდგორის ტიპის მულტიფუნქციურ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზებული კავშირგაბმულობის მანქანა. მისი დანიშნულებაა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა. მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-მ ამერიკულ კომპანია Harris Corporation-თან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დაამზადა. საჯარო პრეზენტაცია 2014 წლის 28 იანვარს შედგა.

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანქანა შექმნილია დიდგორი 1-ის ტიპის ჯავშანმანქანის ბაზაზე. მისი ჯავშანკორპუსი ორ ნაწილადაა გაყოფილი. წინა ნაწილში განლაგებულია 5 კაციანი ეკიპაჟი, უკანა ნაწილში კი Harris-ის ფირმის სამხედრო კავშირგაბმულობის აპარატურა. მანქანა აღჭურვილია გლობალური ნავიგაციის სისტემით და დამატებითი კონდიციონერით.

ინტეგრირებული ქსელების მანქანის საჯარო პრეზენტაცია
ინტეგრირებული ქსელების მანქანა

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დასახელება - ინტეგრირებული ქსელების მანქანა
  • მასა - 8200 კგ
  • ძრავის სიმძლავრე - 356 ცხ/ძალა
  • სავალი ნაწილის ფორმულა - 4X4
  • სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი - ავტომატური
  • მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ
  • სვლის მარაგი - 500 კმ
  • ეკიპაჟი - 5 კაცი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]