ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია (აბრევიატურა: EAIP, ინგლ. European Association of Integrative Psychotherapy) დაფუძნდა 1993 წელს და წარმოადგენს დარგობრივ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (აბრევიატურა: EWAO, ინგლ. European Wide accrediting Organisation) სტატუსი[1]. ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს დუბლინში.
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია აერთიანებს ევროპის მასშტაბით ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგში მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც აღიარებენ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიზნებს.
მიზნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიზნებია[2]:
- ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში პოსტდიპლომური და პოსტკვალიფიკაციური ტრენირების გაძლიერების მხარდაჭერა;
- კლინიკური და ეთიკური პრაქტიკის უმაღლესი სტანდარტის მხარდაჭერა;
- კვლევისა და განათლების მხარდაჭერა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის თეორიასა და პრაქტიკაში;
- წევრი ორგანიზაციების სატრენინგო კურსების აკრედიტება ინტეგრირებულ ფსიქოთერაპიაში;
- სუპერვიზორთა ტრენირების მხარდაჭერა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიდგომებში.
წევრობის ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასოციაციის წევრობის ფორმებია: სრული წევრობა, პროვიზიული წევრობა და ასოცირებული წევრობა.
ასოციაცია სრული წევრის სტატუსს ანიჭებს ორგანიზაციებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის დარგში და რომლებიც აკმაყოფილებენ წევრობის კრიტერიუმებს.
პროვიზიული წევრის სტატუსი ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სრული წევრისთვის წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ აქვთ შესაძლებლობა პროვიზიული წევრის სტატუსის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში აღმოფხვრან ხარვეზები.
ასოცირებული წევრის სტატუსი ენიჭებათ ორგანიზაციებს, რომლებიც იჩენენ ინტერესს ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მიმართ ან აქვთ მსგავსი კავშირები, მაგრამ ვერ ან არ აყენებენ სრული წევრობის მოთხოვნას.
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციას საქართველოში სრული წევრის სტატუსით წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაცია მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://www.europsyche.org/about-eap/european-wide-representations/ewao/
- ↑ http://www.euroaip.eu/about-eaip/constitution/
- ↑ EAIP Organisations. www.euroaip.eu. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021