ინოკენტი ბელიაევი (ეგზარქოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

მთავარეპისკოპოსი ინოკენტი (ერისკაცობაში — ივანე ვასილის ძე ბელიაევი) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი 1909-1913 წლებში.

ქმნიდა რელიგიურ საზოგადოებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ავრცელებდნენ რევოლუციის წინააღმდეგ მიმართულ რელიგიური შინაარსის წერილებს. განსაკუთრებით ზრუნავდა არსებული რეჟიმის ერთგული ახალგაზრდა სასულიერო პირების აღზრდაზე. მისი ინიციატივით სასწავლებლების ბიბლიოთეკები კონპლექტდებოდა რელიგიური შინაარსის ლიტერატურით. ოპოზიციაში მყოფ ქართველთა ავტოკეფალისტთა გულის მოსაგებად დაუშვა საღვთო სჯულის სწავლება ქართულ ენაზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]