ინკუბატორი

ინკუბატორი (< ლათ. incubo — გამოვჩეკ) — სასოფლო-სამეორნეო ფრინველთა კვერცხიდან მოზარდეულის ხელოვნურად გამოსაჩეკი აპარატი. მარტივი ინკუბატორები — სპეციალური შენობა, გასათბობი კასრები, ღუმლები და სხვა — ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ ჰქონდათ . ევროპასა და აშშ-ში სხვადასხვა კონსტრუქციის ინკუბატორი გამოჩნდა XIX საუკუნეში. ყოფილ სსრკ-ში ინკუბატორების სამრეწველო წარმოება დაიწყო 1928 წლიდან, ისინი ორი სახისა იყო — კაბინეტური და კარადული (უფრო გავრცელებულია). 1971 წელს სსრკ-ში მოქმედი ინკუბატორების საერთო ტევადობა 1,7 მილიარდზე მეტ კვერცხს შეადგენდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 165.