ინდური სიგანე

ინდური სიგანე — რკინიგზის ლიანდაგის სიგანე, ტოლი 1676 მმ-სა (5½ ფუტი). ეს არის ყველაზე უფრო განიერი სიგანე მსოფლიოში გამოყენებულ საერთო სარგებლობის მაგისტრალურ რკინიგზებზე.
1676 მმ-ანი სიგანის ლიანდაგი გამოიყენება ინდოეთის, პაკისტანის, შრი-ლანკის, ბანგლადეშის, არგენტინის და ჩილეს ტერიტორიებზე, თუმცა პირველი ასეთი ლიანდაგის სიგანე გამოყენებული იქნა შოტლანდიაში ორი მცირე სიგრძის Dundee and Arbroath Railway-ის (27 კმ) და Arbroath and Forfar Railway-ის რკინიგზებზე. ნეპალში არსებობს რკინიგზის მოკლე სიგრძის სატვირთო მონაკვეთი რაკსაული-სირსია, ასევე მიმდინარეობს (ვიწროლიანდაგიანი რკინიგზიდან) ჯანაკპური-ჯაინაგარის რკინიგზის რეკონსტრუქცია, რომელიც ქვეყანას შეაერთებს ინდოეთის რკინიგზასთან. დღეისათვის (XX საუკუნის 90-ანი წლების ბოლო — XXI საუკუნის დასაწყისი) ხდება 1676 მმ-ანი სტანდარტის ქსელის მნიშვნელოვანი გაფართოვება ინდოეთის სუბკონტინენტის ქვეყნებში ბევრი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ლიანდაგების რეკონსტრუქციისა და 1676 მმ სიგანის ლიანდაგზე „გადაკერვის“ ხარჯზე უნიფიკაციის ჩარჩოებში. გეგმებშია — რკინიგზის მშენებლობა ინდოეთიდან ბჰუტანში.
1870-ან წლებამდე ინდური სიგანე გამოიყენებოდა აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთის ზოგიერთ მონაკვეთებზე (მენის, ნიუ-ჰემფშირის, ვერმონტის, ლუიზიანის, ტეხასის შტატებში), მაგრამ შემდგომში ეს მონაკვეთები გადაყვანილი იქნა ევროპულ სიგანეზე. ასეთი სიგანის ლიანდაგი არსებობდა კანადაში — Champlain and St. Lawrence Railroad — პირველი რკინიგზა კანადაში. აშშ-ში არსებობს საქალაქო მატარებლების სისტემა BART სან-ფრანცისკო 1676 მმ-ან ლიანდაგის სიგანეზე.

ინდური სიგანე საკმაოდ ახლოს დგას იბერიულ (ესპანურ) სიგანესთან – 1668 მმ. 8 მმ-ანი სხვაობა უმნიშვნელოა და იბერიული სიგანის მოძრავი შემადგენლობა თავსებადია 1676 მმ-ან ლიანდაგის სიგანეზე ექსპლოატაციისათვის რაიმე გადაკეთებების გარეშეც კი. გოგორწყვილების (ბორბლების) მცირე დამუშავება შესაძლებელია საჭირო გახდეს მხოლოდ ჩქაროსნული მოძრაობის დროს. მაგალითისთვის, არგენტინა და ჩილე იძენენ ნახმარ მოძრავ შემადგენლობებს ესპანეთისგან და პორტუგალიისგან. ესპანური ტალგოს მატარებლები მოძრაობენ არგენტინაში და ინდოეთში. 1676 მმ-ანი ლიანდაგის სიგანის მოძრავი შემადგენლობის 1668 მმ-ან ლიანდაგის სიგანეზე მოძრაობის ვარგისიანობაზე ცნობილი მაგალითები არ არსებობს. პრაქტიკაში ეს შესაძლებელია, მაგრამ გოგორწყვილების დამუშავების გარეშე შესაძლებელია მათი ძლიერი ცვეთა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Колея железных дорог. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-10.
- О разных колеях мира
- Совмещённая колея. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-08.