ინდური მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ინდური მუსიკალური კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ამაზე მეტყველებს ძვ.წ III ათასწლეულის ძველი ლიტერატურული ნაწარმოებები: რიგვე-დე (ძვ. წ. X საუკუნე), ატხარვარვედე, და სამავედე (ძვ. წ. I ათასწლეული). ინდურ მუსიკაში გამოიყენება შვიდი ძირითადი ბგერა, რომელიც ევროპული გამის მსგავსია.ოქტავა იყოფოდა ოცდაორ არათანაბარ ინტერვალად, რომელთა შორის უმცირესს რუტი ეწოდებოდა. ინდური მუსიკის მთავარ პრინციპს წარმოადგენდა იმპროვიზაცია, რომლის საფუძველი იყო რაგა - ტრადიციული მელოდია. სიტყვა რაგა, ზუსტი თარგმანით, ფერს ნიშნავს. მოწოდებული იყო იმისთვის, რომ მსმენელში სიყვარული, მხიარულება, გაოცება და სხვა გრძნებები გამოეწვია. რაგას შემსრულებელს უნდა მიეღო სახეზე შესაბამისი გამომეტყველება ან გაეკეთებინა ნიღაბი. ინდურ მუსიკაში იმპროვიზაცია შედგება მელოდიისა და რიტმული ფიგურაციების გადანაცვლების, მათი ვარიაციული გაფართოებისა და შემჭიდროებისაგან.

საკრავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი ინდოეთის მუსიკალურ საკრავებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დასარტყამ და სიმებიან საკრავებს, თეფშებს, გონგს, დოლს, ტამბას. სიმებიან საკრავებს შორის ყველაზე გავრცელებული იყო სიტარი და ვინა. ჩასაბერი საკრავებიდან გავრცელებული იყო ფლეიტა, შანკხა და შრინგა. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა ძველი საკრავი შემონახულია და თანამედროვე ინდოელი მუსიკოსები დღესაც მათზე უკრავენ, არ ივიწყებენ შემონახულ ტრადიციებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]