ინდრიკოთერიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ინდრიკოთერიუმი
Paraceratherium transouralicum.jpg
Paraceratherium transouralicum (რესტავრაცია)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Indricotherium (Borissiak, 1916)
სინონიმები
  • Paraceratherium (Forster-Cooper, 1911)
  • Baluchitherium (Forster-Cooper, 1913)
  • Pristinotherium (Birkjukov, 1953)
  • Benaratherium (Gabunia, 1955) ?
რუკა
Paraceratherium distrbution.png
ნამარხი ნაშთების აღმოჩენის ადგილები

ინდრიკოთერიუმი[1] (ლათ. Indricotherium), პარაცერათერიუმი (ლათ. Paraceratherium) — ამომწყდარი ძუძუმწოვრების გვარი. ფართოდ იყო გავრცელებული. ნამარხი ნაშთები აღმოჩენილია ყაზახეთში, მონღოლეთსა და ჩინეთში. ტანი შედარებით მოკლე იყო; ფეხები გრძელი, სწორი, სამთითა, ძლიერ განვითარებული შუა თითით; თავი პატარა, ურქო; კისერი გრძელი. დინგის ბოლოში იყო ზედა და ქვედა შუათა (სახეცვლილი საჭრელი კბილების) წყვილები. ძირითადი კბილები პრიმიტიული აგებულებისა იყო. ინდრიკოთერიუმები ხმელეთის ყველაზე მაღალი და მსხვილი ძუძუმწოვრები იყვნენ (სიმაღლეში 5 მეტრამდე). იკვებებოდნენ ხეებისა და ბუჩქების ფოთლებითა და ტოტებით. ამოწყდნენ ოლიგოცენის ბოლოს ან მიოცენის დასაწყისში.[2]

გამომდინარე იქიდან, რომ დასავლელი, საბჭოთა და ჩინელი სპეციალისტები იზოლირებულად ატარებდნენ კვლევით სამუშაოებს და ნაშრომებს, უმთავრესად, მშობლიურ ენებზე აქვეყნებდნენ, ინდრიკოთერიუმების ტაქსონომია საკმაოდ კომპლექსურია.[3] თავის დროზე ცალ-ცალკე აღწერილ გვარებს — Baluchitherium, Indricotherium, Pristinotherium და Indricotherium — დღეისათვის ერთი და იგივე გვარად განიხილავენ. დასავლურ სამეცნიერო პრაქტიკაში უფრო მეტად მიღებული ტერმინია პარაცერათერიუმი. ზოგიერთი სახეობა, მაგალითად, Paraceratherium prohorovi (ყაზახეთის გვიანი ოლიგოცენიდან), Indricotherium intermedium და Paraceratherium tienshanensis საკმაოდ არასრულფასოვნად მიიჩნევიან იმისათვის, რომ გადაწყვეტილიყო მათი ნათესაური კავშირი სხვა სახეობებთან, იგივე ეხება ბენარათერიუმს (დასავლურ პრაქტიკაში ჯერ-ჯერობით მიიჩნევა საეჭვო ტაქსონად).[4]

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია ინდრიკოთერიუმის 3 სახეობა:

სურათი სახეობა სინონიმები
Paraceratherium.jpg Paraceratherium bugtiense
(Pilgrim, 1908)
  • Aceratherium bugtiense (Pilgrim, 1908)
  • Thaumastotherium osborni (Forster-Cooper, 1913)
  • Baluchitherium osborni (Forster-Cooper, 1913)
  • Metamynodon bugtiensis (Forster-Cooper, 1922)
  • Paraceratherium zhajremensis (Bayshashov, 1988)
Paraceratherium transouralicum skull.jpg Paraceratherium transouralicum
(Pavlova, 1922)
  • Indricotherium transouralicum (Pavlova, 1922)
  • Baluchitherium grangeri (Osborn, 1923)
  • Indricotherium asiaticum (Borissiak, 1923)
  • Indricotherium minus (Borissiak, 1923)
  • Indricotherium grangeri (Osborn, 1923)
  • Pristinotherium brevicervicale (Birjukov, 1953)
Paraceratherium huangheense
(Li
et al., 2017)
შენიშვნა: სახეობების ლათინური სახელები მითითებულია იმ სახით, როგორც გვხვდება დასავლურ წყაროებში, ანუ გვარის აღმნიშვნელი ტერმინით Paraceratherium, მაგივრად Indricotherium-ისა, როგორც მას პოსტსაბჭოთა სივრცეში იცნობენ.

1989 წელს ინდრიკოთერიუმისებრთა ანალიზის საფუძველზე მიღებული კლადოგრამა, სადაც ნაჩვენებია ინდრიკოთერიუმის უახლოესი ნათესავები:[4]

 Hyracodontidae

 Triplopodinae


 Indricotheriinae

 Forstercooperia




 Juxia




 Urtinotherium



 Paraceratherium







 
ინდრიკოთერიუმი
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Indricotherium — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Индрикотерии // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 10 — М., 1972.
  3. Prothero, D. (2013). Rhinoceros Giants: The Palaeobiology of Indricotheres. Indiana: Indiana University Press, გვ. 17–34. ISBN 978-0-253-00819-0. 
  4. 4.0 4.1 Lucas, S. G.; Sobus, J. C. (1989), „The systematics of indricotheres“, Prothero, D. R.; Schoch, R. M., The Evolution of Perissodactyls, New York, New York & Oxford, England: Oxford University Press, сс. 358–378, ISBN 978-0-19-506039-3, OCLC 19268080, https://www.google.com/books?id=08YPAQAAMAAJ