ინდოქტრინაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰიტლერიუგენდის წევრები ასრულებენ ნაცისტურ მისალმებას ბერლინში, 1933 წელს, ლუსგარტენზე გამართულ მიტინგზე

ინდოქტრინაცია (ლათ. in — „შიგნით“ და doctrina — „სწავლება“, „თეორია“) — სახელმწიფოს ან პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ კომპლექსური რეკლამისა და პროპაგანდის მეშვეობით მოსახლეობის ცნობიერებაში შეხედულებათა გარკვეული სისტემისა და სტერეოტიპების ჩანერგვა და ჩამოყალიბება. ინდოქტრინაციის მიზნით, როგორც წესი, გამოიყენება მასმედია და განათლების სისტემის ინსტიტუტები — სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები და ა. შ.

საზოგადოების ინდოქტრინაციის ტიპური მაგალითია საბჭოთა კავშირი, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა იდეოლოგიზირებული იყო და ემსახურებოდა ადამიანის შეხედულებების ჩამოყალიბებას საბჭოთა სისტემისა და მმართველი პარტიისათვის სასურველი ფორმით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, გვ. 84, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.