ინდონეზიის ეროვნული პარტია
იერსახე
| ინდონეზიის ეროვნული პარტია | |
|---|---|
| Partai Nasional Indonesia | |
|
| |
| სტატუსი | გაუქმებული |
| ქვეყანა |
|
| ისტორია | |
| დამფუძნებელი | სუკარნო |
| დაფუძნდა |
4 ივლისი, 1927 21 აგვისტო, 1945 29 იანვარი, 1946 |
| დაიშალა |
25 აპრილი, 1931 31 აგვისტო, 1945 10 იანვარი, 1973 |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია | ინდონეზიური ნაციონალიზმი, რევოლუციური ნაციონალიზმი, ანტიკოლონიალიზმი, ანტიიმპერიალისზმი, სუკარნოიზმი, მარჰაენიზმი, მარქსიზმი, პანჩასილა |
| პოლიტიკური პოზიცია | მემარცხენე |
| შეერწყა | სერინდო |
| ფერები | წითელი, შავი, თეთრი |
| შტაბ-ბინა | ჯაკარტა |
ინდონეზიის ეროვნული პარტია (ინდონ. Partai Nasional Indonesia, აბრევიატურა: PNI) — სახელი, რომელსაც ინდონეზიის რამდენიმე ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია იყენებდა 1927 წლიდან 1973 წლამდე. პირველად ეროვნული პარტია მომავალმა პრეზიდენტმა სუკარნომ დააფუძნა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ახალმა პარტიამ ქვეყანას არაერთი პრემიერ-მინისტრი წარუდგინა და 1950-იან და 1960-იან წლებში კაბინეტების უმრავლესობაში მონაწილეობდა. 1973 წელს პარტია ინდონეზიის დემოკრატიულ პარტიას (სერინდო) შეუერთდა. 1990-იანი წლების ბოლოს გატარებული რეფორმების შემდეგ წლებში, არჩევნებში მონაწილეობდა რამდენიმე პარტია, რომლებიც თავს ეროვნული პარტიის მემკვიდრედ აცხადებდნენ, თუმცა მათ მხოლოდ მცირე რაოდენობის მანდატების მოპოვება შეძლეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Anderson, Ben (1972). Java in a Time of Revolution: Occupation and Resistance, 1944–1946. Ithaca, N.Y.: Cornell University Press. ISBN 0-8014-0687-0.
- Cribb, Robert; Kahin, Audrey (2004) Historical Dictionary of Indonesia. Scarecrow Press Inc. ISBN 978-0-8108-4935-8.
- Evans, Kevin Raymond (2003). The History of Political Parties & General Elections in Indonesia. Jakarta: Arise Consultancies. ISBN 979-97445-0-4.
- Feith, Herbert (2008). The Decline of Constitutional Democracy in Indonesia. Singapore: Equinox Publishing (Asia) Pte Ltd. ISBN 978-979-3780-45-0.
- Kahin, George McTurnan (1970). Nationalism and Revolution in Indonesia. Ithaca, New York: Cornell University Press.