შინაარსზე გადასვლა

ინდოეთ-სომხეთის ურთიერთობები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდოეთ-სომხეთის ურთიერთობები
Map indicating locations of Armenia and India

სომხეთი

ინდოეთი

ინდოეთ-სომხეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკასა და ინდოეთს შორის.

ზოგიერთი მოსაზრებით, სომხები ინდოეთში ალექსანდრე მაკედონელის არმიაში ყოფნისას ჩავიდნენ. სომხებსა და ინდოელებს შორის ურთიერთობის დამადასტურებელი უძველესი დოკუმენტი ნაპოვნია კიროპედიაში, ქსენოფონტეს ნაშრომში. მისი შენიშვნით, ინდოეთში სამოგზაუროდ წასული სომხები კარგად იყვენენ გათვიცნობიერებული ინდოეთისკენ სუბკონტინენტისკენ მიმავალი სახმელეთო მარშრუტების, ზოგადი და პოლიტიკური გეოგრაფიის, სოციო-კულტურული გარემოსა და ეკონომიკური ცხოვრების საკითხებში.[1]

სომხური ქალაქები, არტაშატი, მეცბინი და დვინი შუა საუკუნეებში ბარტერული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო. ინდოეთი ქვების, მწვანილისა და ტექსტილის ექსპორტს ეწეოდა, ხოლო სომხეთიდან ტყავეული და საღებავი ნივთიერებები გაჰქონდათ. ინდოეთში სომხური თემი XVII სუკუნეში მნიშვნელოვნად გაიზარდა. სომხებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიასთანაც.[2]

ინდოეთის პრეზიდენტი სარვეპალი რადჰაკრიშნანი სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას 1964 წლის სექტემბერში, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ინდირა განდი 1976 წლის ივნისში ეწვია. ინდოეთმა სომხეთის დამოუკიდებლობა 1991 წლის 26 დეკემბერს აღიარა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 31 აგვისტოს დამყარდა. 1999 წლის 1 მარტს ერევანში ინდოეთის საელჩო გაიხსნა. 1994 წლის აპრილში ნიუ-დელიში სომხეთის საპატიო საკონსულო, ხოლო 1999 წლის ოქტომბერში საელჩო გაიხსნა. სომხეთის პრეზიდენტები ლევონ ტერ-პეტროსიანი და რობერტ ქოჩარიანი ინდოეთს შესაბამისად 1995 და 2003 წელს ეწვივნენ.

უმაღლესი დონის ვიზიტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთსა და ინდოეთს შორის ორმხრივი დიალოგი ხორციელდება საგარე საქმეთა კონსულტციების, ვაჭრობის, ეკონომიკის, სამეცნიერო, ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთთანამშრომლობის სამთავრობოთშორისი კომისიისა და პერიოდული უმაღლესი დონის ვიზიტების მეშვეობით. სომხეთში ორ-ორჯერ საპრეზიდენტო დონის (1995, 2003 წწ.) და საგარეო საქმეთა მინისტრის დონის (2000, 2010 წწ.) შეხვედრა გაიმართა. 2005 წლის ოქტომბერში სომხეთში ინდოეთის დელეგაციის ვიზიტი შედგა, რომელსაც რაჯია საბჰის თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. 2011 წლის მარტში კი ინდოეთს სომხეთის ეროვნული უსაფრთოების საბჭოს დელეგაცია ეწვია.

ორმხრივი შეთანხმებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წლის 14 დეკემბერს ნიუ-დელიში სომხეთსა და ინდოეთს შორის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. დღეისთვის ორ ქვეყანას შორის 25-მდე შეთანხმება და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია დადებული, რომლებიც ეხება ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ვაჭრობა, კულტურა, ტურიზმი, განათლება, თავდაცვა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გადასახადები, აკადემიური თანამშრომლობა ინსტიტუტებსა და ანალიტიკურ ინსტიტუტებს შორის და სხვ.[2]

კულტურული ურთიერთთანამშრომლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი

1995 წელს ხელმოწერილი ინდოეთ-სომხეთის შეთანხმება კულტურის, ხელოვნების, ტურიზმის, სპორტისა და მასმედიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის ჩარჩოს წარმოადგენს. ინდოეთის საელჩოს ინიციატივით, ერევნის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტში ჰინიდ ისწავლება. ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 200-მდე სტუდენტი იღებს განათლებას.[2]

სომხეთის მხარდაჭერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთმა სომხეთს არაერთხელ აღმოუჩინა დახმარება. 1988 წელს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ინდოეთმა სომხეთში 2.2 მილიონი აშშ დოლარი თანხის სახით და 1.1. მილიონის ღირებულების რესურსები და ინდოელი ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი გაგზავნა. 1994-1995 წლებში ინდოეთმა ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიზნით სომხეთში ექიმებით დაკომპლექტებული ორი კონტინგენტი გაგზავნა, რათა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისას დაზარალებულთათვის დახმარება აღმოეჩინათ.[2]

ეკონომიკური ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთიდან სომხეთში ექსპორტის ძირითად პროდუქტს ხორცი, ელექტრონული აღჭურვილობა, ოპტიკური ხელსაწყოები, ფარმაცევტული და ქიმიური საქონელი, მანქანები და სხვ. შეადგენს. სომხეთიდან ინდოეთში ძირითადად წიგნების, ტექსტილის და ფერადი ლითონების ექსპორტი ხდება. 2005 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 16.5, ხოლო 2010 წელს 46.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[2]

  • India-Eurasia, the way ahead: with special focus on Caucasus, Centre for Research in Rural and Industrial Development, Centre for Caucasian Study Centre for Research in Rural and Industrial Development, 2008 p. 205.
  • Memoir of a Hindu Colony in Ancient Armenia, by Johannes Avdall, Esq., M. A. S., Journal of the Asiatic Society of Bengal, Volume V, Issue 54, 1836, II.
  • Hacikyan, Agop Jack; Basmajian, Gabriel; Franchuk, Edward S.; Ouzounian, Nourhan (2002). "Zenob Glak". The Heritage of Armenian Literature: From the sixth to the eighteenth century. Detroit: Wayne State University Press. pp. 100–101. ISBN 9780814330234

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • India and Armenia Partners - Embassy of India in Armenia [ENG] დაარქივებული 2007-03-20 საიტზე Wayback Machine.
  • Ghrejyan, Lousine (2010). „Երկվորյակների առասպելի ելակետային արժեքը հայ վիպական հուշարձանների հորինվածքում [Initial Significance of the Myth of Twins in the Composition of Armenian Epic Monuments]“. Patma-Banasirakan Handes (სომხური) (2): 178–192. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-13. ციტირების თარიღი: 2020-10-10.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Bilateral Brief on India- Armenia Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 16 May 2016.
  • Anusha Parthasarathy (30 July 2013). „Merchants on a mission“. The Hindu. Chennai, India. ციტირების თარიღი: 25 December 2013.
  • Julfa v. Armenians in India
  1. India and Armenia Partners - Embassy of India in Armenia [ENG] დაარქივებული 2007-03-20 საიტზე Wayback Machine.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ARMENIA-INDIA BILATERAL RELATIONS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 October 2011. ციტირების თარიღი: 16 May 2016.