ინდიანა პეისერსის მთავარი მწვრთნელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარი ბირდი წვრთნიდა გუნდს 1997-2000 წლებში

ინდიანა პეისერსი (ინგლ. Indiana Pacers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). პეისერსის საშინაო არენა - Bankers Life Fieldhouse, რომელსაც გუნდი WNBA გუნდთან, ინდიანა ფივერთან ერთან ინაწილებენ, რომელსაც ასევე ჰერბ სიმონი ფლობს. პეისერსმა თამაში 1967 წელს დაიწყო როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) წევრი, სადაც მათ მოახერხეს 3 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რითაც ლიგაში მათი სახელი დატოვეს. 1976 წელს პეისერსი ABA-დან NBA-ში გადავიდა.

გუნდის ისტორიაში 14 მთავარი მწვრთნელი იყო. პეისერსის პირველი მწვრთნელი იყო ლარი სტევერმენი, რომელიც 2 სეზონის გნამავლობაში ედგა სათავეში. ბობი ლეონარდი იყო გუნდის ყველა დროის ლიდერი რეგულარულ სეზონში ჩატარებული მატჩებით (985), ასევე ყველაზე მეტი რეგულარულ სეზონში გამარჯვებით (529), პლეი-ოფში ჩატარებული მატჩებით (116) და პლეი-ოფში გამარჯვებული მატჩებით (69). ლეონარდმა ასევე არის გუნდის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ABA ჩემპიონის ტიტული მოიგო, რომელიც მის ანგარიშზე 3 არის (1970, 1972, 1973). ლარი ბირდი რომელიც პეისერსს 3 სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში, არის გუნდის ყველა დროის ლიდერი გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებლით .687. ბირდი არის ასევე ერთადერთი პეისერსის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც NBA აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის ტიტული მოიგო, მაგრამ დამარცხდა 2000 წლის NBA ფინალში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ. მელ დენიელსი არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც გუნდს 1 სეზონზე ნაკლები ედგა სათავეში. ჯეკ რემსი და ლარი ბრაუნი არიან პეისერსის მხოლოდ ის მწვრთნელები, რომლებიც კალათბურთის დიდების დარბაზში შევიდნენ როგორც მწვრთნელები. რემსი ასევე დასახელებული იქნა NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. ჯეკ მაკინი და ლარი ბირდი არიან ის მწვრთნელები, რომლებმაც შეძლეს წლის მწვრთნელის ჯილდოს მოპოვება 1980-81 და 1997-98 წლების სეზონებში. დიკ ვერსაჩემ და ბირდმა NBA სამწვრთნელო კარიერა პეისერსში დაიწყეს.

მნიშვნელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეისერსი საშინაო მატჩებს კონსეკო ფილდჰაუსში 1999 წლიდან მართავს.
GC რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში
W გამარჯვება
L წაგება
W% გამარჯვების %
# მერამდენე მწვრთნელი იყო[a]
* სამწვრთნელო კარიერა დაიწყო პეისერსში
არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა შესწორებულია 2010-2011 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ

# სახელი წლები[b] GC W L Win% GC W L Win% მონაგარი
რეგულარული სეზონი პლეი-ოფი
1 ლარი სტევერმენი 1967–1968 87 40 47 .460 3 0 3 .000
2 ბობი ლეონარდი 1968–1980 985 529 456 .537 116 69 47 .595 3 ABA ჩემპიონი (1970, 1972, 1973)
3 ჯეკ მაკინი 1980-1984 328 125 203 .381 2 0 2 .000 1980-1981 წლის მწვრთნელი
4 ჯორჯ ირვინი 1984-1986 164 48 116 .293
5 ჯეკ რემსი † 1986-1988 171 79 92 .462 4 1 3 .250 ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის
6 მელ დენიელსი 1988 2 0 2 .000
ჯორჯ ირვინი 1988-1989 20 6 14 .300
7 დიკ ვერსაჩე* 1989-1990 160 73 87 .456
8 ბობ ჰილი 1990-1993 221 113 108 .511 12 3 9 .250
9 ლარი ბრაუნი 1993-1997 328 190 138 .579 38 22 16 .579
10 ლარი ბირდი* 1997-2000 214 147 67 .687 52 32 20 .615 1997-1998 წლის მწვრთნელი
11 ისაია თომასი 2000-2003 246 131 115 .533 15 5 10 .333
12 რიკ კარლაისლი 2003-2007 328 181 147 .552 35 18 17 .514
13 ჯიმი ობრაიანი 2007-2011 290 121 169 .417
14 ფრენკ ვოგელი 2011-დღემდე 104 62 42 .596 16 7 9 .438

აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • a პეისერსის მწვრთნელების ტოტალური რაოდენობა. ასევე ერთ ნომრად ითვლებიან ის მწვრთნელები, რომლებიც ორჯერ წვრთნიდნენ გუნდს.
  • b ყოველი წელი არის აღნიშნული როგორც NBA სეზონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]