ინგუშების კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგუშური კოშკები

ინგუშების კოშკები — ხუროთმოძღვრული ძეგლების კომპლექსი, რომელიც განთავსებულია ინგუშეთში. ეს რეგიონი გამორჩეული, ისტორიითა და ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით ერთ-ერთი ყველაზე წარმოჩენილ საინტერესო ადგილს წარმოადგენს ჩრდილოეთ კავკასიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდის თანახმად, თარგიმის ქვაბულში ცხოვრობდნენ ალბერდი და მისი ვაჟები - ეგი, თარგიმი და ხამხი. დღეს მათი სახელები აქვთ კოშკებიან სოფლებს, რომლებიც მხოლოდ 1944 წელს, დეპორტაციის დროს მიატოვეს. სოფლებს შორის ყველაზე დიდი ეგიკალია.

მაგალითად ერზის, ანუ არწივის კომპლექსმა სახელი გაითქვა არა მხოლოდ კოშკების სიმრავლით, არამედ იქ ნაპოვნი სულეიმანის ბრინჯაოს არწივით, რომელიც ისლამის გაჩენის შემდეგ უძველესი ზუსტად დათარიღებული (VIII საუკუნე) ბრინჯაოს ახლოაღმოსავლური ნივთია. როგორ მოხვდა ის აქ, უცნობია. ახლა ის ერმიტაჟშია დაცული.

ინგუშეთში განთავსებული კოშკების ასაკის განსაზღვრა ძალზედ რთულია. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ისინი 400 წლის წინ ააშენეს ინგუშებმა. ითვლება, რომ დაბალი და ფართო საცხოვრებელი კოშკები X საუკუნის ბოლოს და XI საუკუნის დასაწყისში გაჩნდნენ რეგიონში. დროსთან ერთად კოშკები ვითარდებოდა და XVI საუკუნისთვის კლასიკურ მოხდენილ გიგანტებად გადაიქცნენ, რომელთა სიმაღლე ათსართულიანი სახლის ტოლია. კოშკებს პირამიდის ფორმის სახურავები აქვთ. ამგვარი კოშკების მშენებლობა XVIII საუკუნის ბოლოს, არტილერიის გამოჩენასთან ერთად შეწყვიტეს.

დღემდე ინგუშეთში შემორჩენილია 1000-ზე მეტი ძეგლი. მათგან უმეტესობა სავალალო მდგომარეობაში და სასწრაფოდ რეაიბილიტაციას საჭიროებს, ამის მიზეზი კი არის საბროლო ვითარებები რეგიონში, კონფლიქტები და ბუნებრივი პირობები. ერთ-ერთ უნიკალურ ხუროთმოძღვრულ ძეგლს წარმოადგენს ვოვნუშკი, შუა საუკუნეების თავდაცვისა და საგუშაგოების ინგუშური კოშკების კომპლექსი. ეს არის ინგუშეთის ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, ძეირახ-ასინსკის სახელმწიფო ისტორიული, არქიტექტურული და ბუნებრივი მუზეუმ-ნაკრძალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მდებარეობს თანამედროვე ინგუშეთის მაღალმთიან ძეირახსის რაიონში. ვოვნუშკის კოშკებს ტრადიციულად იხსენიებენ ინგუშების კლანური კოშკების ოზდოის სახელითაც.

გარდა ამ ძეგლისა ინგუშეთში არის არაერთი ნათელი და ეგზოტიკური კოშკის კომპლექსი ძველი ინგუშეთის თავდაცვითი ნაგებობათა სტილისა, რომელიც წარმოადგენს ინგუშეთისთვის ისტორიული, ეროვნული მნიშვნელობის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს.

ძალიან ხშირად საცხოვრებელი და საბრძოლო კოშკები ერთმანეთის სიახლოვეს იყო. მათ მაღალი ქვის ღობე ჰქონდათ შემოვლებული. ყველა ინგუშური საბრძოლო კოშკი არქიტექტურის ღირშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. თუ საცხოვრებელი კოშკების სიმაღლე 10 მეტრს აღწევდა, ნახევრადსაბრძოლო კოშკების სიმაღლე 12-დან 16 მეტრამდე მერყეობდა. კლასიკური საბრძოლო კოშკები, რომლებსაც პირამიდული გადახურვა ჰქონდათ, 5-6 სართულიანი იყო და მათი სიმაღლე 25-27 მეტრს აჭარბებდა. არა მარტო ინგუშური, არამედ ჩრდილოეთკავკასიელი სხვა ხალხების გადმოცემებში გვხვდება სახელგანთქმული ინგუში ხელოსნების, ოსტატების სახელები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гольдштейн А. Ф. Средневековое зодчество Чечено-Ингушетии и Северной Осетии.— М.: Наука, 1975.
  • Крупнов Е. И. Средневековая Ингушетия.— М.: Наука, 1971.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]