შინაარსზე გადასვლა

ინგუნა ბუტანე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგუნა ბუტანე
დაბადების თარიღი 24 თებერვალი, 1986(1986-02-24)[1] (40 წლის)
რიგა
მოქალაქეობა  ლატვია
საქმიანობა მოდელი[2]

ინგუნა ბუტანე (დ. 24 თებერვალი, 1986), — ლატვიელი მოდელი.

ბუტანე აღმოაჩინეს ლატვიაში გამართულ კონკურსზე, სადაც შეხვდა მილანის Women Management-ის აგენტებს, თუმცა ჯერ ინტერიერის დიზაინის ხარისხის მიღება და სწავლის დასრულება არჩია. ამის შემდეგ გაემგზავრა მოსკოვში, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში, კარიერის დასაწყებად.[3]

მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებში ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიც: Armani Jeans, Bergdorf Goodman, Dolce & Gabbana, L'Oréal, Marc (Marc Jacobs-ის მეორე ხაზი) და Neiman Marcus. გამოდიოდა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც: Fendi, Alexander McQueen,[4] Viktor and Rolf, Yohji Yamamoto, Alice Roi, Baby Phat, Belstaff, Gucci, Versace და Oscar de la Renta. ამჟამად თანამშრომლობს Mother New York-თან.

2005 წელს ბუტანემ ითანამშრომლა სტივენ მაიზელთან Italian Vogue-ის 80-გვერდიანი პროექტისთვის „Makeover Madness“, სადაც ლინდა ევანჯელისტასთან და ჯესიკა სტემთან ერთადაც გამოჩნდა.[5] 2007 წელს ენი ლებოვიცთან ერთად იმუშავა Bottega Veneta-ს სარეკლამო კამპანიაზე, ანა რუბიკთან, კიმ ნორდასთან და ნოა მილსთან ერთად.[6]

მონაწილეობდა Victoria's Secret-ის ჩვენებებში 2005, 2007 და 2008 წლებში.

ბუტანე პროფესიონალი ვიოლინისტის შვილია.[7] ბავშვობაში ვიოლინოზე უკრავდა.[8] უყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა.

  1. ↑ http://www.hola.com/biografias/inguna-butane/
  2. ↑ The Fashion Model Directory (FMD) — 1998.
  3. ↑ Of the Minute
  4. ↑ Gleason, Katherine (2012) Alexander McQueen: Evolution. Race Point Publishing, გვ. 137. ISBN 9781937994006. 
  5. ↑ Mistry, Meenal (13 July 2005). „Memo Pad“. Women's Wear Daily. 190 (8): 9.
  6. ↑ Zargani, Luisa (25 June 2007). „Memo Pad“. Women's Wear Daily. 193 (134): 15.
  7. ↑ „Flashes“. El Mundo. 31 May 2008. p. 58.
  8. ↑ Peretz, Evgenia (1 April 2005). „Slavs of Fashion: The New Beauties“. Vanity Fair (536): 226.