ინგულეცი
იერსახე
| ინგულეცი უკრ. Інгуле́ць | |
|---|---|
|
მდინარე სოფელ ციბულევოში | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | კიროვოჰრადის, დნიპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ხერსონის ოლქები |
| ქალაქები | ოლექსანდრია, კრივი-რიჰი, სნიჰურივკა |
| სათავე | 48°43′58″ ჩ. გ. 32°23′33″ ა. გ. / 48.73278° ჩ. გ. 32.39250° ა. გ. |
| შესართავი |
დნეპრი 46°41′03″ ჩ. გ. 32°48′45″ ა. გ. / 46.68417° ჩ. გ. 32.81250° ა. გ. |
| სიგრძე | 549 კმ |
| აუზის ფართობი | 13,7 ათ. კმ² |
| მდინარის სისტემა | დნეპრი → შავი ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 12,3 მ³/წმ |
|
| |
ინგულეცი (უკრ. Інгуле́ць), პატარა ინგული — მდინარე უკრაინაში, დნეპრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 549 კმ, აუზის ფართობი 13,7 ათ. კმ². სათავეს იღებს და დიდწილად მიედინება დნეპრისპირეთის მაღლობზე, ქვედა წელი შავიზღვისპირა დაბლობზეა. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. საშუალო წლიური ხარჯი შესართავში 12,3 მ³/წმ. გაყინულია დეკემბრის მეორე ნახევრიდან მარტის მეორე ნახევრამდე. ძირითადი შენაკადია ვისუნი (მარჯვენა). ინგულეცის აუზშია 15 ტბა და წყალსაცავი საერთო ფართობით 9,4 კმ² და 709 ტბორი საერთო ფართობით 22,8 კმ². სანაოსნოა შესართავიდან 109 კმ მანძილზე. იყენებენ სარწყავად (ინგულეცის სარწყავი სისტემა). მდინარეზეა ქალაქები: ოლექსანდრია, კრივი-რიჰი, სნიჰურივკა.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ингулец // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 187.