შინაარსზე გადასვლა

ინგა რუგინენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინგა რუგინენე
ლიეტ. Inga Ruginienė
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1981(1981-05-24) (44 წლის)
დაბადების ადგილი ტრაკაი
მოქალაქეობა  ლიეტუვა
განათლება ვილნიუსის უნივერსიტეტი და Mykolas Romeris University

ინგა რუგინენე (ლიეტ. Inga Ruginienė; დ. 24 მაისი, 1981) — ლიეტუველი პროფკავშირების მოღვაწე და სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსი. ლიეტუვის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარე 2018-2024 წლებში და ევროპული პროფკავშირების კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2023-2024 წლებში.[1] 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აირჩიეს სეიმის წევრად.[2] 2024 წლის 12 დეკემბრიდან იგი ლიეტუვის სოციალური უსაფრთხოებისა და შრომის მინისტრია. 2025 წლის აგვისტოში, რუგინენე სოციალ-დემოკრატებმა წარადგინეს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გინტაუტას პალუცკასის გადადგომის შემდეგ.[3] 26 აგვისტოს სეიმმა დაამტკიცა იგი ლიეტუვის შემდეგ პრემიერ-მინისტრად.[4]

რუგინენე თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას და სეიმში ფიცს დადებს ახალ მინისტრთა კაბინეტთან ერთად.[5]