ინაურის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინაურის ციხე – გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაურიდან სამხრეთით 1 კილომეტრზე.

ციხესიმაგრე ნაგებია ნატეხი ქვით – დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობა შევსებულია წვრილი ქვით. ნაგებობიდან შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების მცირე ფრაგმენტები.

ციხესთან მისასვლელიჩრდილო-დასავლეთიდანაა, დასავლეთ კედელს კოშკი ებჯინება. კოშკი შემორჩენილია ოთხი სართულის დონეზე. მის მეორე, მესამე და მეიტხე სართულების აღმოსავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ცხინვალის რაიონი), თბ. 2002 წ. გვ. 122-123