იმ იუნა

იმ იუნა (კორ. 임윤아; დაბ. 30 მაისი, 1990) - ცნობილი როგორც იუნა, სამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახიობი. ხუთი წლის განმავლობაში ტრენინგის შემდეგ, მან დებიუტი შეასრულა როგორც გოგონათა ჯგუფის Girls' Generation (და მოგვიანებით მისი ქვეჯგუფის Girls' Generation-Oh! GG) წევრმა, 2007 წლის აგვისტოში, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი სამხრეთ კორეაში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთ კორეული გოგონათა ჯგუფი მსოფლიოში. ჯგუფის საქმიანობის გარდა, იმ მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო დრამაში, კერძოდ, "You Are My Destiny"(2008), რომელმაც მის კარიერას წინსვლა მოუტანა და მიიღო საუკეთესო ახალი მსახიობი ქალის ჯილდო 45-ე Baeksang Arts Awards-ში. იმ დროიდან მან საზოგადოების ყურადღება და სამსახიობო აღიარება მოიპოვა, სხვადასხვა ტიპის როლებით: "The K2" (2016), "Big Mouth" (2022) და "King the Land" (2023). ფილმებში რომლებშიც მონაწილეობა აქვს მიღებული: "Confidential Assignment" (2017), "Exit" (2019), მთავარი როლი-"Confidential Assigment 2': International" (2022), რომლებიც სამხრეთ კორეაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმებია. 2019 წლის 30 მაისს, იუნამ გამოუშვა საკუთარი სადებიუტო დისკი-"A Walk to Remember", რომელიც სამხრეთ კორეის Gaon Album Chart-ის მესამე ადგილზე მოხვდა. იმის მუსიკალური და სამსახიობო კარიერის წარმატებამ მიიყვანა სხვადასხვა CF გარიგებამდე, განსაკუთრებით გრძელვადიანი კოლაბორატორი Innisfree-ში და დაამკვიდრა, როგორც Hallyu-ს საუკეთესო აიდოლ-მსახიობი. იმ დაიბადა 1990 წლის 30 მაისს დერიმ-დონგში, იონგდეუნგპოს რაიონში, [[სეული|სეულში]), სამხრეთ კორეაში. მისი ოჯახი მამა და ხუთი წლის უფროსი დაა. 2009 წელს დაამთავრა დაეიონგის საშუალო სკოლა. მან მიიღო თეატრალური კვლევების სპეციალობა და 2015 წლის თებერვალში დაამთავრა დონგგუკის უნივერსიტეტი, სადაც დამთავრების ცერემონიაზე მიიღო სამუდამო მიღწევის ჯილდო. მისი კოლეგა Girls' Generation-ის წევრი, სოჰიუნი, სწავლობდა იმავე უნივერსიტეტში. იუნა ასევე აირჩიეს უნივერსიტეტის ელჩად 2014 წელს, Apink-ის ნაუნთან და მსახიობ პაკ ჰა-სუნთან ერთად.