იმრენ აიქუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იმრენ აიქუთი
დაბადების თარიღი 1940
ადანა, თურქეთი
საქმიანობა ბიზნესმენი, პოლიტიკოსი

იმრენ აიქუთი (თურქ. İmren Aykut დ. 1940 წელს, ადანა, თურქეთი) - თურქი ქალი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და მთავრობის ყოფილი მინისტრი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიქუთი დაიბადა ევკეტ ჩადისა და მისი მეუღლის ემინეს ოჯახში კოზანში, ადანა, თურქეთი 1940 წელს. მან დაასრულა დაწყებითი განათლება ათათურქის დაწყებით სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება ადანას ქალთა საშუალო სკოლაში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. [1]

აიქუთიმ შეისწავლა ინგლისური ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში "დამსაქმებელთა და თანამშრომელთა ურთიერთობებში", "საწარმოო ურთიერთობებსა" და პროფკავშირულ ურთიერთობებში. მან დაასრულა პროგრამა "მუშათა აღმასრულებელი მონაწილეობა" ნორვეგიის ოსლოს უნივერსიტეტში. მან ასევე ჩაატარა კვლევა "არბიტრაჟისა და შუამავლობის შესახებ" შეერთებულ შტატებში, "მშრომელთა კავშირის სტრუქტურა და მშრომელთა მომზადება" ინგლისში. გარდა ამისა, მან ჩაატარა სხვადასხვა კვლევები გაერთიანების კონფედერაციაში და გაერთიანებული სამეფოს შრომის დეპარტამენტში. მან მიიღო დოქტორის ხარისხი სტამბულის უნივერსიტეტში დისერტაციით აღნიშნული სახელწოდებით "გაცვლითი კურსი მუშებისთვის (თურქეთის გარეთ) და მისი ანალიზი თურქეთის ეკონომიკის თვალსაზრისით".[1]

პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიქუთი მსახურობდა ორ პროფკავშირში, 1964–1975 წლებში კოლექტიური მოლაპარაკებების და კვლევების განყოფილების მენეჯერად, 1975–1976 წლებში შიშეკამის საწარმოო ურთიერთობების სპეციალისტად და 1976-1983 წლებში ის ასევე იყო ქაღალდის ინდუსტრიის დამსაქმებელთა პროფკავშირის გენერალური მდივანი.[1]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიქუთი დაინიშნა თურქეთის მრჩეველთა პარლამენტის წევრად 1981 წელს. იგი იყო ნაციონალისტური დემოკრატიული პარტიის (MDP) დამფუძნებელ წევრთა შორის. 1983 წელს პარტიის დაშლის შემდეგ იგი შეუერთდა "სამშობლოს პარტიას" (ANAP).[1]

იგი პარლამენტში აირჩიეს დეპუტატად - სტამბოლის მასშტაბით 1987, 1991, 1995 წლების საყოველთაო არჩევნებში, ხოლო 1999 წლიდან ადანადას რეგიონიდან იქნა არჩეული. იგი შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ტურგუთ ოზალისა და ილდირიმ აკბულუტის მთავრობის დროს 1987 წლის 21 დეკემბრიდან 1991 წლის 23 ივნისამდე. ამის შემდეგ ის დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად მესუთ ილმაზის მთავრობისას ორი ვადით 48-ე და 53-ე მთავრობებში. აიქუთი დაინიშნა გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების მინისტრად მესუტ ილმაზის მთავრობაში 1991 წლის 23 ივნისს. მისი ვადა დასრულდა 1991 წლის 20 ნოემბერს.[1]

ის თურქეთის მთავრობის პირველი მინისტრია, რომელიც ამ თანამდებობაზე მოვიდა პარლამენტში საყოველთაო არჩევნების შემდეგ.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 "Dr. İmren Aykut" (in Turkish). Kim Kimdir?. Retrieved 2017-07-24.