იმრან გასიმოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმრან გასიმოვი
აზერ. İmran Haşım oğlu Qasımov
დაბადების თარიღი 25 ნოემბერი, 1918(1918-11-25)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაცვალების თარიღი 20 აპრილი, 1981(1981-04-20) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
საქმიანობა მწერალი, პოლიტიკოსი და დრამატურგი
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჟანრი დრამა და პიესა
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო მწერალი, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია

იმრან გასიმოვი (აზერ. İmran Qasımov; დ. 25 ნოემბერი, 1918 — გ. 20 აპრილი, 1981) — აზერბაიჯანელი დრამატურგი და სცენარისტი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მდივანი (1967-1981) და წევრი 1939 წლიდან.[1]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმრან გასიმოვი დაიბადა 1918 წლის 25 ნოემბერს ბაქოში, ინტელექტუალურ ოჯახში. მამამისი ჰაშიმ გასიმოვი, განათლებას პეტერბურგში მიიღო, ხოლო დედამისი მელექი საკმაოდ განათლებული ქალბატონი იყო. იგი პირველი ქალი ინჟინერი იყო აზერბაიჯანში[2].

1934 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იმრანი სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი მოსკოვში გააგრძელა განათლების მიღება - კინორეჟისორად[3].

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა აზერბაიჯანის კინემატოგრაფიის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ასევე ისეთი თანამდებობები ეკავა, როგორიცაა „აზერბაიჯანის ლიტერატურული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მწერალთა კავშირის პირველი მდივნის პოზიცია 1975-1981 წლებში. მიენიჭა სახალხო მწერლის საპატიო წოდება. დაჯილდოებულია აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიით, „ლენინის“, „შრომის წითელი დროშის“, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით.

იმრან გასიმოვი ერთ–ერთი იმ მწერალთაგანია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანული ლიტერატურის განვითარებაში. მას აქვს მდიდარი ლიტერატურული და მხატვრული მემკვიდრეობა. ის იყო შესანიშნავი პროზაიკოს, დრამატურგი და სცენარისტი.

მწერალ ჰასან სეიდბეილისთან თანამშრომლობით, მისი რომანი „შორეულ ნაპირებზე“ მისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. ზღვის თემატიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში. ამის მაგალითებია „ლეგენდა კასპიის მენავთობეების შესახებ“, „ზღვა უყვარს მამაცნი“ (ჰ. სეიდბეილისთან ერთად), „ადამიანი მკვიდრდება“, „სურვილი“, „გარიჟრაჟი კასპიის ზღვაზე“ და სხვა. მან თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებში ასახა თავისი თანამედროვეების სულიერი სიმდიდრე. ზუსტად ამიტომ შეიყვარეს მისი ნამუშევრები.

იმრან გასიმოვი ასევე ნიჭიერი სცენარის ავტორი იყო. მრავალი ფილმი იქნა გადაღებული მისი სცენარების საფუძველზე. ფართო პოპულარობა მოიპოვა ფილმმა „შორეულ ნაპირებზე“, რომელიც ჰასან სეიდბეილის მიერ ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით დაწერილი სცენარის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი მთელს მსოფლიოში 25 ენაზე ითარგმნა. პირველი ადგილი მოიპოვა აზიურ და აფრიკულ ფესტივალებში და მიენიჭა პრიზი კანადაში.

თავისებურება და ხასიათი ის თვისებებია, რომლებიც ახასიათებს იმრან გასიმოვის შემოქმედებას. ეს ნათლად ასახავს მისი გმირების სულიერებას, ზრუნვასა და სიხარულს. ის მიჰყვება გმირის ცხოვრების წესს, აკვირდება და სწავლობს მას დიდი ყურადღებით.

ის იყო არა მხოლოდ ლიტერატურის შემქმნელი, არამედ საზოგადო მოღვაწე. ის ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ. მან დაწერა მემუარები შეხვედრების, დიდი ერების, საინტერესო ადამიანების შესახებ, რომლებიც მას ცხოვრებისეულ გზაზე შეხვდნენ..

იმრან გასიმოვი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანულ ლიტერატურასა და კინოში.[4] მწერალი გარდაიცვალა 1981 წლის 20 აპრილს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mir Cəfər Bağırov və Teymur Quliyev, anl.az
  2. Bu gün Xalq yazıçısı İmran Qasımovun doğum günüdür
  3. Азербайджанской ССР кинематография. Кино: Энциклопедический словарь / Гл. ред. С. И. Юткевич; Редкол.: Ю. С. Афанасьев, В. Е. Баскаков, И. В. Вайсфельд и др. — Москва: Советская энциклопедия, 1987. — стр. 12.
  4. Görkəmli yazıçı, dramaturq, ssenarist: İmran Qasımov. Mədəniyyət.