იმპრინტინგი
იერსახე
იმპრინტინგი — ცხოველთა ინსტინქტური ქცევის თავისებური მოვლენა, რაც გამოიხატება მის მეხსიერებაში რაიმე ობიექტის სხვადასხვა თავისებურების (შესახედაობის, გარეგნობის) სწრაფ და დიდი ხნით ფიქსაციაში. ამ თანდაყოლილი რეფლექსის დრო საკმაოდ შეზღუდულია: მაგ., ქათმის წიწილებისათვის დაახლოებით 15 სთ-ს უდრის (იმპრინტინგის კრიტიკული პერიოდი). თუ ამ პერიოდში წიწილა მოძრავ კრუხს დაინახავს, იგი მას გამოედევნება. თუკი წიწილამ კრიტიკულ პერიოდში კრუხის ნაცვლად დაინახა მოძრავი ადამიანი, ცხენი და სხვ., იმ წუთიდან იგი უკან გადევნებას დაუწყებს ამ უცნაურ „დედებს“. იმპრინტინგის მოვლენა ძალზე მკაფიოდაა გამოხატული ფრინველებში და ნაკლებად – ძუძუმწოვრებში.