იმპერიის პროვინცია
იმპერია პროვინცია (იტალ. Provincia di Imperia) — პროვინცია იტალიაში, ლიგურიის რეგიონში. დედაქალაქია იმპერია. მდებარეობს ზღვისპირა ალპების აღმოსავლეთით, პიემონტის პროვინციის სამხრეთით.
პროვინციის მოსახლეობა 220 217 ადამიანს შეადგენს (2008). ტერიტორია მთიანია, ძირითადად ზღვისპირეთში. მოიცავს პატარა ფართობს, ალპებსა და ზღვას შორის. მთავარი ქალაქებია იმპერია, სან-რემო და ვენტიმილია.
ქალაქი იმპერია შეიქმნა ბენიტო მუსოლინის დროს, ორი ქალაქის — პორტო მაურიციოსა და ინელიის შეერთებით და შემდეგ პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
კომუნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმპერიის პროვინცია 67 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია ძრითადი კომუნები მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
სან-რემო | 56 960 |
იმპერია | 40 868 |
ვენტიმილია | 25 423 |
ტაჯა | 13 029 |
ბორდიგერა | 10 581 |
ვალეკროზია | 7 238 |
დიანო-მარინა | 6 217 |
კამპოროსო | 5 389 |
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2010 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით არა იტალიელი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მოდიოდა შემდეგ ქვეყნებზე:[1]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იმპერიის პროვინცია“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (იტალიური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ISTAT. Imperia (იტალიური). ISTAT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-26. ციტირების თარიღი: 2012-06-06.