იმპერატორების ფორუმი

იმპერატორების ფორუმი (იტალ. Fori Imperiali) — მონუმენტური ფორუმების (საჯარო მოედნების) სერია, რომლებიც აშენდა რომში ერთნახევარი საუკუნის განმავლობაში, ძვ. წ. 46 წლიდან ახ. წ. 113 წლამდე. ფორუმები იყო რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის ცენტრი.
იმპერატორების ფორუმები, მიუხედავად იმისა, რომ არ არის რომაული ფორუმის ნაწილი, მდებარეობს ერთმანეთთან ახლოს. იულიუს კეისარი იყო პირველი, ვინც ამ ნაწილში დაიწყო მშენებლობა და გადააწყო როგორც ფორუმი, ასევე კომიტიუმი, სხვა ტიპის ფორუმის სივრცე, რომელიც პოლიტიკისთვის იყო განკუთვნილი. ეს ფორუმები იყო პოლიტიკის, რელიგიისა და ეკონომიკის ცენტრები ძველ რომის იმპერიაში.
XX საუკუნის დასაწყისში მუსოლინიმ აღადგინა იმპერიული ფორუმები, როგორც ძველი რომის დიდების გახსენებისა და მიბაძვის კამპანიის ნაწილი, თუმცა მან ასევე ააშენა ვია-დე-ფორი-იმპერიალი (იმპერატორების ფორუმების გზა) ტერიტორიის შუაში. თანამედროვე ქუჩა და მისი ინტენსიური მოძრაობა ვიბრაციისა და დაბინძურების გამო შენობებისთვის ზიანის მიყენების წყარო გახდა. არსებობდა ამ გზის გადატანის მრავალი წინადადება, მაგრამ არცერთი არ განხორციელებულა.
კეისრის ფორუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იულიუს კეისარმა გადაწყვიტა აეშენებინა დიდი ფორუმი, რომელიც მის სახელს ატარებდა. ეს ფორუმი გაიხსნა ძვ. წ. 46 წელს, თუმცა ამ დროისთვის, სავარაუდოდ, დაუსრულებელი იყო და მოგვიანებით ავგუსტუსმა დაასრულა.
კეისრის ფორუმი აშენდა რომაული ფორუმის გაფართოების სახით. ფორუმი გამოიყენებოდა რომაული ფორუმის ალტერნატიულ ადგილად საჯარო საქმეებისა და მთავრობისთვის; ის ასევე შექმნილი იყო კეისრის ძალაუფლების გამოსაკვეთად. კეისარმა თავისი ფორუმის წინ დადგა ტაძარი, რომელიც ეძღვნებოდა ვენერა გენეტრიქსს, რადგან კეისრის ოჯახი აცხადებდა, რომ ვენერასგან მომდინარეობდა ენეასის მეშვეობით. ფორუმის ადგილის არჩევას ჰქონდა მნიშვნელობა: მომავალ დიქტატორს არ სურდა ცენტრალური ხელისუფლებისგან შორს ყოფნა, რომელიც წარმოდგენილი იყო კურიაში, სენატის ადგილსამყოფელში. ფაქტობრივად, კეისრის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სენატმა თანხმობა განაცხადა კურიის ამ ადგილის რეკონსტრუქციაზე.
ავგუსტუსის ფორუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფილიპის ბრძოლაში ძვ. წ. 42 წელს, რომელშიც ავგუსტუსი და მარკუს ანტონიუსი თანამშრომლობდნენ და კეისრის სიკვდილსთვის შური იძიეს, დაამარცხეს რა ბრუტუსისა და კასიუსის ძალები, ავგუსტუსმა აღთქმა დადო აეშენებინა მარს ულტორის („მარსი შურისმგებელი“) ტაძარი. დაუსრულებელი ფორუმი გაიხსნა, 40 წლიანი მშენებლობის შემდეგ, ძვ. წ. 2 წელს, რითაც დაემატა მეორე მონუმენტური მოედანი, ავგუსტუსის ფორუმი.
ეს ახალი კომპლექსი კეისრის ფორუმის მიმართ მართი კუთხით მდებარეობს. ტაძარი შედგება ძალიან მაღალი კედლისგან, და ეს დღესაც განასხვავებს მას სუბურას პოპულარული უბნისგან. ეს მაღალი კედელი ასრულებდა ცეცხლსაწინააღმდეგო ზღუდის ფუნქციას, იცავდა რა ფორუმის ტერიტორიას ხშირი ხანძრებისგან, რომლებისგანაც რომი ზარალდებოდა. მართკუთხა მოედანს აქვს გრძელი ღრმა პორტიკები ზედაპირით, რომელიც ფართოვდება დიდ ნახევარწრიულ ექსედრებში.
რამდენიმე წლის ეინ კიდევ ერთი, ოდნავ უფრო პატარა ექსედრა აღმოაჩინეს სამხრეთით, ტრაიანეს ფორუმის მომიჯნავე კედელზე, ჩანს რომ სიმეტრიისთვის უნდა ყოფილიყო სხვა ექსედრაც, რომელიც დანგრეულია ნერვას ფორუმისთვის ადგილის გასათავისუფლებლად, რაც ოთხამდე ზრდის ექსედრების რაოდენობას. ამან სრულიად შეცვალა ავგუსტუსის ფორუმის სამხრეთ ნაწილის განლაგება, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო მსგავსია ტრაიანეს ფორუმისა. ეს ვარაუდი ეთანხმება მრავალ ძველ ავტორს, რომლებიც გვიამბობენ, რომ ფორუმი გამოიყენებოდა როგორც სასამართლო.
მშვიდობის ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
75 წელს, იმპერატორ ვესპასიანეს დროს აშენდა მშვიდობის ტაძარი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ვესპასიანეს ფორუმი. ტაძარი ველიანის ბორცვისკენ იყო მიმართული (კოლიზეუმის მიმართულებით). ის ფაქტი, რომ ეს სტრუქტურა არ მოიხსენიება როგორც სამოქალაქო ფუნქციის მქონე, ხელს უშლის მის ფორუმად კლასიფიცირებას. ამგვარად, სტრუქტურა უბრალოდ იდენტიფიცირებული იყო როგორც მშვიდობის ტაძარი (Templum Pacis) გვიანი იმპერიის პერიოდამდე.
მოედნის ფორმაც განსხვავებული იყო: ტაძარი აშენდა როგორც დიდი აფსიდური დარბაზი, რომელიც პორტიკის ბოლოში ექსედრას მსგავსად იხსნებოდა. სვეტების რიგი გამოყოფდა პორტიკის ტაძრისგან. ცენტრალური ტერიტორია არ იყო მოკირწყლული სხვა ფორუმების მსგავსად და გამოიყენებოდა როგორც ბაღი, აუზებითა და ქანდაკებების პედესტალებით, ისე რომ იგი ღია ცის ქვეშ მუზეუმს ჰგავდა.
მონუმენტი აშენდა იერუსალიმის დაპყრობის აღსანიშნავად. პორტიკოების ბოლოს გახსნილი ერთ-ერთი პალატა შეიცავდა Forma Urbis Romae-ს, ძველი რომის მარმარილოს რუკას, რომელიც სევერიანულ პერიოდში (III საუკუნე) გაკეთდა კედელზე დაფარული მარმარილოს ფილაზე ხაზვით. ეს კედელი ახლა წმინდა კოზმასა და დამიანეს ბაზილიკის ფასადის ნაწილია, სადაც დღესაც შეიძლება დავინახოთ ხვრელები, რომლებიც გამოიყენებოდა რუკის ფილების დასამაგრებლად. ასევე ითქმის, რომ მშვიდობის ტაძარი შეიცავდა მენორას ჰეროდეს ტაძრიდან.[1]
ნერვას ფორუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დომიციანემ გადაწყვიტა გაეერთიანებინა ადრინდელი კომპლექსი და დარჩენილი თავისუფალი ტერიტორია, მშვიდობის ტაძარსა და კეისრისა და ავგუსტუსის ფორუმებს შორის და აეშენებინა კიდევ ერთი მონუმენტური ფორუმი, რომელიც ყველა სხვა ფორუმს დააკავშირებდა.
შეზღუდულმა სივრცემ, რომელიც ნაწილობრივ დაკავებული იყო ავგუსტუსის ფორუმის ერთ-ერთი ექსედრით და via dell'Argileto-თი, აიძულა დომიციანე აეშენებინა გვერდითი პორტიკოები, როგორც ფორუმის საზღვრის კედლების უბრალო დეკორაციები. მინერვასადმი მიძღვნილი ტაძარი აშენდა ავგუსტუსის ფორუმის ეკსედრაზე დაყრდნობით, ისე რომ დარჩენილი სივრცე გახდა დიდი მონუმენტური შესასვლელი ყველა ფორუმისთვის.
დომიციანეს სიკვდილის გამო, ფორუმი გახსნა მისმა მემკვიდრემ, ნერვამ, რომელმაც მას თავისი სახელი მისცა.
ტრაიანეს ფორუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სავარაუდოდ, დომიციანეს პროექტები უფრო ამბიციური იყო, ვიდრე ნერვას პატარა ფორუმის მშენებლობა და სავარაუდოდ მისი მმართველობის დროს დაიწყეს იმ პატარა ხაზის მოშორება, რომელიც კაპიტოლიუმის ბორცვს კვირინალის ბორცვთან აერთიანებდა, რითაც ფორუმები იბლოკებოდა კამპუს მარტიუსისკენ, თანამედროვე პიაცა ვენეციასთან ახლოს.
პროექტი განაახლა ტრაიანემ ფორუმის მშენებლობით 112-113 წლებში. მიზეზი იყო დაკიის დაპყრობა, რომლის ნადავლმაც გადაიხადა რომის სამხედრო დაპყრობების ეს ზეიმი.
ფორუმის მომზადებამ დიდი შრომა მოითხოვა. საჭირო იყო ბორცვის უნაგირის მოშორება და კვირინალის ბორცვის ჭრილის მხარდაჭერა ტრაიანეს ბაზრის მშენებლობით. ფორუმის მოედანი იკეტებოდა ბაზილიკა ულპიათი, რომლის უკან იდგა ტრაიანეს სვეტი. ბაზილიკის წინ მონუმენტური ფასადი წარმოადგენდა იმპერატორის დიდი ცხენოსანი ქანდაკების ფონს.[2]
მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2007 წელს, ტრაიანეს ბაზარში, რომელიც ოდესღაც ტრაიანეს ფორუმის ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენდა, გაიხსნა იმპერატორთა ფორუმებისადმი მიძღვნილი მუზეუმი. ახალი მუზეუმი, სახელწოდებით „მუზეო დეი ფორი იმპერიალი“ (იმპერატორების ფორუმების მუზეუმი), რომელიც ქანდაკებების, ვიდეოების, არქიტექტურული ნაწილებისა და მასშტაბური მოდელების საშუალებით ასახავს ოთხი ფორუმისა და მშვიდობის ტაძრის ისტორიას.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- James Grout: Imperial Fora, part of the Encyclopædia Romana
- Satellite image of the area of the Fora
- Rome, The Imperial Fora (2007 onwards) in: the "Fori Imperiali," of the: Sovrintendenza Capitolina ai Beni Culturali,' Roma (2007) [text only available in Italian.
- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ News and Announcements | College of Agriculture and Life Sciences. Cals.cornell.edu. ციტირების თარიღი: 2013-08-31
- ↑ Tucci, Pier Luigi, ‘Nuove osservazioni sull’architettura del Templum Pacis’, in F. Coarelli (ed.), Divus Vespasianus. Il Bimillenario dei Flavi (Milan 2009), catalogue of the exhibition on the Flavian dynasty (Rome, March 2009 - January 2010) 158-167
- ↑ Riccardo Bianchini. Rome – The Museum of Imperial Fora. Inexhibit. ციტირების თარიღი: November 26, 2015
|