იმიერურალეთის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმიერურალეთის ვაკე
კოორდინატები: 55° ჩ. გ. 62° ა. გ. / 55° ჩ. გ. 62° ა. გ. / 55; 62
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე 200–300 
სიგანე 100–200 კმ
ჰიდროგრაფია პიშმა, ისეტი, მიასი
აგებულება ამოფრქვეული, დანალექი და მეტამორფული ქანები
ლანდშაფტი ტაიგა, ჭაობი, სტეპი
იმიერურალეთის ვაკე — რუსეთი
იმიერურალეთის ვაკე

იმიერურალეთის ვაკე (რუს. Зауральская равнина), იმიერურალეთის პენეპლენივაკე რუსეთში. მოიცავს შუა და სამხრეთ ურალის აღმოსავლეთ მთისწინეთებს. სიგანე ჩრდილოეთ ნაწილში — 100 კმ-მდე, სამხრეთში — 200 კმ-ზე მეტი. სიმაღლე 200–300 მეტრია, ცალკეული მთებისა — 500–600 მეტრი. სუსტადაა დახრილი აღმოსავლეთით, ამავე მიმართულებით მიედინებიან მდინარეები პიშმა, ისეტი, მიასი და სხვ. აგებულია პალეოზოური ასაკის ამოფრქვეული, დანალექი და მეტამორფული ქანებით; ბევრია გრანიტი. იმიერურალეთის ვაკეზე მრავალი ტბაა (აიატის, სინარა, ჩებარქოლი და სხვ.). ჩრდილოეთ ნაწილში ტაიგის ტყეებია, არის ჭაობებიც, სამხრეთში — ნაირბალახიანი და კორდიან-მარცვლეულიანი სტეპები.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Зауральская равнина // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 9 — М., 1972.