იმერეთის დროებითი მმართველები 1810-1840 წლებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმერეთის დროებითი მმართველები — მთავარმართებელმა ალექსანდრე ტორმასოვმა დაპყრობილი ქვეყნის ახალი მმართველობის შექმნა იმერეთში რუსთა ჯარის მეთაურს თეოდორე სიმონოვიჩს დაავალა. „იმერეთის ოლქის“ რუსული მმართველობის დებულება მთავარმართებლის კანცელარიაში მომზადდა და თავდაპირველად ქართლ–კახეთში დამყარებული რუსული მართლვა–გამგეობის სისტემის გამარტივებულ ვარიანტს წარმოადგენდა. „დადგენილება იმერეთის ოლქის შინაგანი მმართველობის შესახებ“ საზეიმოდ უნდა შესულიყო ძალაში. საამისოდ სპეციალური განაწესი შემუშავდა, მაგრამ დადგენილების განხორეციელება ვერ მოხერხდა. იგი უვარგისად თვით თევდორე სიმონოვიჩმა ცნო.

თევდორე სიმონოვიჩმა 1810–1814 წლებში იმერეთის საოლქო მართვა–გამგეობის სამი პროექტი შეიმუშავა, რომელთაგანაც ცხოვრებაში არც ერთი განხორციელებულა სრული სახით. უფრო სიცოცხლისუნარიანი იყო მისი მესამე პროექტი – „დადგენილება სავარაუდო საოლქო მმართველობის შექმნამდე იმერეთის დროებითი მმართველობის შესახებ“, რომელიც 1814 წლის დასაწყისში შეიმუშავეს. ამ დოკუმენტს დაემყარა ოლქის რუსული მმართველობის ორგანიზაცია, რომლის ოფიციალური შემოღება ხელისუფლებამ ვერ შეძლო, თუმცა იგი ფაქტობრივად არსებობდა და მოქმედებდა 1840 წლამდე.

იმერეთის დროებითი მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაჭრიძე გ. იმერეთის დროებითი მმართველობა .1810-1840 წ. ქუთაისი,1999