იმედის ხიდი
| იმედის ხიდი | |
|---|---|
|
თურქ. Umut Köprüsü აზერ. Ümid Körpüsü | |
| 39°39′19″ ჩ. გ. 44°48′12″ ა. გ. / 39.65528° ჩ. გ. 44.80333° ა. გ. | |
| ადგილმდებარეობა |
|
| ისტორიული სახელწოდება | ბორალთანის ხიდი |
| გადებულია | არაქსი |
| სიგრძე | 286 მ |
| მშენებლობის დაწყების თარიღი | 1991 |
| გახსნის თარიღი | 22 მაისი, 1992 |
იმედის ხიდი (აზერ. Ümid Körpüsü; თურქ. Umut Köprüsü), ისტორიულად ცნობილია, როგორც ბორალთანის ხიდი (აზერ. Boraltan Körpüsü) — თაღოვანი ხიდი აზერბაიჯან-თურქეთის საზღვარზე, რომელიც კვეთს მდინარე არაქსს და რომლის სიმაღლე შეადგენს 286 მეტრს. მიმდინარე ხიდი 1991-1992 წლებში აშენდა და ოფიციალურად გაიხსნა 1992 წლის 25 მაისს, „დილუჯუს“ საბაჟო-გამშვებ პუნქთან ერთად.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად ხიდი ცნობილია 1945 წელს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის მომხდარი ინციდენტით, რომელიც ცნობილია როგორც ბორალთანის ხოცვა-ჟლეტა (თურქ. Boraltan Köprüsü faciası). ხოცვა-ჟლეტის დროს 195 საბჭოთა ჯარისკაცის ექსტრადიცია მიმდინარეობდა თურქეთის მთავრობის მიერ საბჭოთა კავშირში, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მხარეს ბრძოლისთვის. თუმცა, მათგან 146 აზერბაიჯანელმა ჯარისკაცმა ჯერ კიდევ 1944 წელს თავი შეაფარა სტალინური დევნისგან თავის დაღწევის გამო.[2] სსრკ-სა და თურქეთს შორის მზარდი დაძაბულობის გამო, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა მსჯავრდებული ჯარისკაცები გადაეცათ სსრკ-ის, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ჯარისკაცების ექსტრადიციის და მათ მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ისინი მალევე დახვრიტეს ღალატის ბრალდებით.[3]
სამომავლო გეგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთმა განაცხადა, რომ აპირებს ააშენოს სარკინიგზო ხიდი თითქმის ამავე ხიდთან, როგორც ნაწილი ყარსი-ნახიჩევანის დამაკავშირებელი მარშრუტის,[4][5] იღდირის გავლით (რაც წარმოადგენს ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაფართოების გეგმას), რათა უზრუნველყოს ბაქო-ნახიჩევანის სარკინიგზო მარშრუტი. თუმცა, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ზანგეზურის დერეფნის (ჰორადიზი-აღბანდი-ორდუბადი) გეგმებმა ამ სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობა შეამცირა.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (12 May 2013) SINIR TİCARETİ VE SINIR KAPILARI: Sosyo-Ekonomik Bir Analiz Sorunlar ve Çözüm Önerileri (tr). ISBN 978-605-63661-0-9.
- ↑ sabah, daily. (2015-04-23) CHP's latest election promise of sending back Syrian refugees in Turkey comes under criticism en-US. ციტირების თარიღი: 2021-07-24
- ↑ Boraltan Köprüsü Olayı – Ağustos 1945 – İnönü Vakfı, İsmet İnönü, İsmet İnönü Kimdir, İsmet İnönü Hayatı, İsmet İnönü Resimleri.
- ↑ Turkey announces its intention to build a railway to Azerbaijan rbc.ru 12 Nov 2020
- ↑ Kars-Nakhchivan-Iran railway indicative route railturkey.org
- ↑ Nakhchivan rail plans eurasianet 31 Mar 2021