შინაარსზე გადასვლა

იმან ბინტ აბდულაჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პრინცესა იმანი
იორდანიის დროშა იორდანიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 27 სექტემბერი 1996
მმართ. დასასრული: ამჟამინდელი
მონარქი: აბდულა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 სექტემბერი, 1996 (1996-09-27) (28 წლის)
დაბ. ადგილი: ამანი, იორდანია
დინასტია: ჰაშიმიდები
მამა: აბდულა II
დედა: რანია ალ-აბდულა
რელიგია: ისლამი

პრინცესა იმან ბინტ აბდულაჰი (არაბ. إيمان بنت عبدالله; დ. 27 სექტემბერი 1996, ამანი, იორდანია) — იორდანიის მეფე აბდულა II-ისა და დედაფალ რანია ალ-აბდულას მეორე შვილი და უფროსი ქალიშვილი.

1996 წლის 27 სექტემბერს ამანში დაბადებული პრინცესა, იორდანიის მეფე აბდულასა და დედოფალი რანიას ქალიშვილია, ამავე დროს იმანი ჰაშიმიდების ოჯახის წევრია. ის მუჰამედის 42-ე თაობის შთამომავალია. მისი პაპა იორდანიის ყოფილი მეფე ჰუსეინია, ხოლო ბებია ინგლისში დაბადებული დედოფალი მუნა იყო, რომელიც ჰუსეინის მეორე ცოლი იყო. იმანს ჰყავს ერთი უფროსი ძმა, პრინცი ჰუსეინი და ორი უმცროსი და სალმა და ძმა ჰაშემი.

პრინცესა იმანი დაესწრო ამანის საერთაშორისო აკადემიას (IAA). 2014 წლის 4 ივნისს, მან დაამთავრა IAA და დაჯილდოვდა სკოლის საუკეთესო ატლეტის წოდებით.[1] ამჟამად პრინცესა სწავლობს ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, სადაც მისი ძმა ჰუსეინიც სწავლობს.[2]

2010 წლის 19 ივნისს, იმანი თავის მშობლებთან ერთად ესწრებოდა შვედეთის პრინცესა ვიქტორიას ქორწილს. პრინცესა ასევე სტუმრობდა მშობლებთან ერთად გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, ჩინეთსა და იაპონიას.