იმამ ალის მეჩეთი (შაქი)
იმამ ალის მეჩეთი აზერ. İmam Əli məscidi | |
---|---|
მდებარეობა | შაქი, აზერბაიჯანი |
სტილი | ისლამური არქიტექტურა |
მდგომარეობა | მომქმედი ტაძარი |
იმამ ალის მეჩეთი (აზერ. İmam Əli məscidi) — მეჩეთი აზერბაიჯანის ქალაქ შაქიში.
მეჩეთის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგებულია შაქიში, განჯალის კვარტალში. მშენებლობის შესახებ ზუსტი ცნობები არ არის შემორჩენილი. მეჩეთის ტერიტორიის საერთო ფართობი 660 მ²-ია. გეგმის მიხედვით, მეჩეთს აქვს ოთხკუთხოვანი ფორმა და 2 სართულისაგან შედგება. პირველ სართულზე მდებარეობს დამხმარე ოთახები. მეორე სართულზე მდებარეობს დარბაზი ლოცვისათვის, რომლის ფართობი შეადგენს 26х13 მეტრს.[1] მეჩეთი აგებულია გამომწვარი აგურისაგან. კედლების სისქე შეადგენს 75 სმ-ს. იმამ ალის მეჩეთმა შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე. თუმცა, აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, რეპრესიის წლებში მინარეთი დაანგრიეს, მეჩეთმა შეწყვიტა ფუნქციონირება. 1994 წელს მეჩეთის საქმიანობა განახლდა ბაქოში არსებული ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული ცენტრის მიერ და მხოლოდ 1997 წელს მეჩეთის მინარეთი და სამსხვერპლო თავიდან იქნა აშენებული. დღესდღეობით მინარეთის სიმაღლე 22 მეტრია. იგი, ისევე როგორც თვითონ მეჩეთი, აგებულია გამომწვარი აგურისაგან.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Мечеть имама Али в Шеки
- ↑ В мечети Имама Али в Шеки отметили праздник Гадир Хум. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-16. ციტირების თარიღი: 2020-06-28.