ილ-ფაჩინო
ილ-ფაჩინო Fontana del Facchino | |
---|---|
![]() ოლ-ფაჩინო | |
კოორდინატები | 41°53′54″N 12°28′53″E / 41.89828° ჩ. გ. 12.48129° ა. გ.კოორდინატები: 41°53′54″N 12°28′53″E / 41.89828° ჩ. გ. 12.48129° ა. გ. |
მდებარეობა | კორსოს ქუჩა, რომი, იტალია |
არქიტექტორი | ჯაკოპო დელ-კონტე |
ტიპი | შადრევანი |
ილ-ფაჩინო (იტალ. Fontana del Facchino) — რომის ერთ-ერთი „მოლაპარაკე ქანდაკება“. სხვა ხუთი „მოლაპარაკე ქანდაკების“ მსგავსად, მე-14 და მე-15 საუკუნეებში ილ-ფაჩინოს გვერდით განთავსებული იყო პასკვინადები - სატირები, რომლებიც დასცინოდნენ საზოგადო მოღვაწეებს.
ილ-ფაჩინო თავდაპირველად მდებარეობდა კორსოს ქუჩაზე, კაროლის სასახლის სიმონეტის მთავარ ფასადზე, პიაცა ვენეციასთან ახლოს. 1874 წელს ის გადაიტანეს მის ამჟამინდელ მდებარეობაზე, იმავე შენობის გვერდით, რომელიც ახლა ბანკო დი რომაა, ვია-ლატაზე.
სხვა მოლაპარაკე ქანდაკებებისგან განსხვავებით, რომლებიც ძველი რომის პერიოდს განეკუთვნებიან, ილ-ფაჩინო შედარებით თანამედროვეა. ქანდაკება შეიქმნა დაახლოებით 1580 წელს, ჯაკოპო დელ-კონტეს დიზაინით „Corporazione degli Aquaroli“-სთვის (წყლის გადამტანთა კორპორაციისთვის). ის გამოსახავს კაცს, რომელსაც ახურავს ქუდი და აცვია სახელოებიანი პერანგი, ატარებს კასრს - „აკვაროლო“ წყალს იღებდა ტიბრიდან რომის ქუჩებში გასაყიდად იმ პერიოდში, სანამ რომის აკვედუკები პაპების ბრძანებით აღდგებოდა და საჯარო შადრევნები კვლავ ამუშავდებოდა. წყალი გადმოდის კასრის საცობის ხვრელიდან, რაც შადრევანს ქმნის. კაცის სახე ძლიერ დაზიანებულია, რაც წლების განმავლობაში მისკენ ნასროლი ქვების შედეგია, რადგან არსებობდა გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ რბილი ქუდის გამო, ქანდაკება მარტინ ლუთერს გამოსახავდა.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rendina, C., "Pasquino statua parlante”, ROMA ieri, oggi, domani, n. 20 – febbraio 1990
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ილ-ფაჩინო
- Roma Segreta: via del Corso: La fontana del Facchino (in Italian)
- The Insider's Guide to Rome, p.73
- Chambers' Edinburgh Journal, p.106
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Le strade di Roma, Redazione Grandi Opere; Newton Compton Editori; Rome 1988; Vol. III:909