ილჰამ ნაზაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილჰამ ნაზაროვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1985(1985-10-05) (38 წლის)
დაბ. ადგილი შირვანი
ილჰამ ნაზაროვი ვიკისაწყობში

ილჰამ ისლამ ოღლუ ნაზაროვი (აზერ. İlham İslamoğlu Nəzərov; დ. 1985 წ. 5 ოქტომბერი შირვანი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ოპერის მომღერალი, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, რომელიც ფლობს 5 ოქტავის დიაპაზონის ხმას.[1][2][3] პირველი აზერბაიჯანელი კონტრტენორი. მ უსლიმ მაგომაევის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ფილარმონიისა და ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი, რომელსაც აზერბაიჯანისა და მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენაზე 49-ზე მეტი სახე აქვს შექმნილი.[4] ბაქოს მუსიკალური აკადემიის უფროსი მასწავლებელი.

2000 წლიდან დაკავებულია პროფესიული საკონცეტრო საქმიანობით. ოპერის მსახიობის რანგში პირველი გამოსვლა 2006 წელს შედგა ტ. კულიევის სპექტაკლში „ბაქო“ „პროფესიულ სცენაზე UNS“. მონაწილეობდა მრავალ ფესტივალსა და საერთაშორისო კონკურსებში, საოპერო სპექტაკლებში, გამოდიოდა სოლო პროგრამით.

ნაზაროვი - კონტრტენორ სოპრანისტია, ხოლო ხმის დიაპაზონი ბასის, ბარიტონის, აგრეთვე ალტის, კონტრალტის, სოპრანოსა და მეცო-სოპრანოს პარტიების შესრულების საშუალებას აძლევს. მსახიობი ათეულობით ვოკალური კონკურსების გამარჯვებულია. 2018 წელს მსახიობმა შეასრულა ვოკალური პარტია შუბერტის ციკლში „გედის სიმღერა“ კონტრტენორის სახით, ხოლო 2020 წლის 6 აგვისტოს გამოსვლის ჩანაწერი CD-დისკის სახით გამოვიდა. ნაზაროვი მსოფლიოს 45-ზე მეტი ქვეყნის საოპერო და საკონცერტო სცენებზე გამოდიოდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]