ილჰამა გულიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილჰამა გულიევა
Ilhama Guliyeva

ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც „პრიმადონა“, „თურქული სამყაროს ხელოვნების დედოფალი“
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1943
დაბ. ადგილი აზერბაიჯანის სსრ
წარმოშობა ქურდახანი, აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი 25 თებერვალი, 2016 (72 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანი
დასაფლავებულია II Alley of Honor
ეროვნება აზერბაიჯანელი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური; აზერბაიჯანული ფოლკლორი; მუღამი
საქმიანობა

მუსიკოსი (მეცო კონტრალტო);

მსახიობი
აქტიური 1965–2016
ილჰამა გულიევა ვიკისაწყობში

ილჰამა გულიევა (აზერ. Ilhama Guliyeva; დ. 17 აგვისტო, 1943, ქურდახანი, აზერბაიჯანის სსრ — გ. 25 თებერვალი, 2016, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მსახიობი და მომღერალი აზერბაიჯანული ხალხური და კლასიკური მუსიკის განხრით.[1] აქტიური მუსიკალურ-სასცენო მოღვაწეობის განმავლობაში, ილჰამა გულიევამ მოიპოვა წარმატება მუსიკის შესაბამის ჟანრში და მიიღო ისეთი სახელმწიფო დონის პრემიები, როგორიცაა აზერბაიჯანის სსრ-ის დამსახურებული არტისტი 1982 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო არტისტი 1998 წელს და დაღესტნის რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება 2007 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილჰამა გულიევა დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს აზერბაიჯანის სსრ-ში, ქურდახანში. მისი დედა - თუკიზბან ისმაილოვა, პოპულარული აზერბაიჯანელი მომღერალი და ჰანენდე იყო, ხოლო მამა - მაზაჰირ გულიევი მუშაობდა პროკურორად ლანკარანში.მამის სამსახურის გამო, ილჰამა გულიევამ ცხოვრების ადრეული წლები ქალაქ შაკში გაატარა. ილჰამა ექვსი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. ილჰამა გულიევას დედა, რომელიც ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად, დაქორწინდა ცნობილ აზერბაიჯანელ ტარის მოთამაშეზე - ჰობიბ ბაირამოვზე, რომელიმაც მოგვინებით ილჰამას განათლებასა და კარიერის აწყობაში დიდი წვლილი შეიტანა.

ილჰამა ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც ფორტებიანოს შვიდწლიან სასწავლებელში ჩაირიცხა ბაქოში. მას შემდეგ, რაც გულიევამ სამუსიკო სასწავლებელი და დაწყებითი სკოლა დაასრულა, მას დიდი სურვილი გაუჩნდა მომავალი პროფესია მუსიკასთან რომ დაეკავშირებინა. მისი მშობლები ამის წინააღმდეგენი იყვნენ. მუსიკის სირთულეების გათვალისწინებით, ისინი ცდილობდნენ ქალიშვილის ინტერესის სფერო სხვა პროფესიაზე გადაეტანათ. 1960 წელს მან ჩააბარა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და შემდეგ წლებში მუსიკის გარეშე სწავლობდა. 1964 წელს ილჰამა გულიევამ დაამთავრა უნივერსიტეტი, მაგრამ როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მაღალი მუსიკალური ინტელექტი, ახალგაზრდა გულიევა მაინც ვერ მოშორდა მუსიკას.

ადრეული მუსიკალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1963 წელს ზინიატ ალიზადეას მხარდაჭერით, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო გულიევას ოჯახთან, იგი იწყებს უნივერსიტეტის პოპ ანსამბ ,,სევინჯ" გამოსვლებს. ვინაიდან გულიევას მშობლები კვლავ ავიწროვებდნენ მის მუსიკალურ გატაცებას, ის თავის საქმიანობას ოჯახისგან ფარულად ინახავდა. 1964 წელს მოსკოვში ჩატარდა ახალგაზრდა ნიჭიერების შეჯიბრი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქალბატონი ზინიატის თხოვნით, ილჰამა გულიევამ ოჯახისგან ნებართვა აიღო და მოსკოვში გაემგზავრა. მის ოჯახს ეგონა, რომ იგი ფესტივალზე მიდიოდა როგორც მაყურებელი. ყველასგან გასაოცრად, საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული დამწყები მომღერალი, ილჰამა გულიევა გახდა. ბაქოში დარუნების შემდეგ კი ის აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომპანიის (AzTV) ორკესტრში გამოსასვლელად მიიწვიეს.

ილჰამა გულიევა 2011 წელს

გულიევას ლირიკული სიმღერების სერიამ ხელი შეუწყო აზერბაიჯანული მუსიკის ტრანსფორმაციას. 2000-იანი წლების მეორე ათწლეულის დასაწყისიდან გულიევა გახდა პატივსაცემი მოხუცი არტისტი აზერბაიჯანის მუსიკის დარგში და ახალგაზრდა მუსიკოსებმა დაიწყეს მისი სიმღერების ახალი ვერსიების შექმნა, სწორედ იმ სიმღერების, რომლებსაც გულიევა წარსულში მღეროდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილჰამა გულიევამ ოჯახი შექმნა ფაიგ მირმოსუნოვთან ერთად გასული საუკუნის 80-იან წლებში. ამ ძალიან მოკლე ქორწინების პერიოდში მან მეუღლის გვარი მიიღო. ამასთან, ის მალევე განქორწინდა და თავის თავდაპირველ, მშობლიურ გვარს დაუბრუნდა. გულიევამ შვილი იშვილა - ორხან ნადიროვი, რომელსაც ამტკიცებენ, რომ გულიევას დეიდის შვილიშვილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. İlhamə Quliyeva səhnəyə, sənətə və millətə ləkədir