ილუსტრატორი
ილუსტრატორი - მხატვარი, რომლის მთავარი საქმიანობა ვიზუალური გამოსახულებების შექმნაა, რომ ტექსტი, იდეა ან ცნება უფრო გასაგები, თვალსაჩინო და მიმზიდველი გახდეს.[1]

გამოსახულებების შექმნის ხელოვნება, რომელიც სხვა ელემენტთან ერთად მოქმედებს. ყურადღების ცენტრში ყოველთვის ის მთავარი ელემენტია, ხოლო ილუსტრაციის როლია პიროვნება და ხასიათი შემატოს გამოსახულებას, ისე რომ მასთან კონკურენციაში არ შევიდეს.[2]
ილუსტრაციები გამოიყენება რეკლამაში, არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში, მისალოც ბარათებში, პლაკატებში, წიგნებში, გრაფიკულ ნოველებში, ბიზნესსა და ტექნიკურ კომუნიკაციებში, ჟურნალებში, მაისურებზე, ვიდეოთამაშებში, სასწავლო მასალებში[3] და გაზეთებში.[4]
ტექნიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სცენებისა და პერსონაჟების შესაქმნელად გამოიყენება გამოსახულებები. როგორც უბრალოდ სურათის დათვალიერება შთაგონების მისაღებად, ისე პერსონაჟების ესკიზებისა და დეტალურად დამუშავებული სცენების შექმნა სხვადასხვა კუთხიდან. ილუსტრაციის ტრადიციულ ტექნიკებს შორის შედის აკვარელი, კალამი და მელანი, აეროგრაფია, ზეთის ფერწერა, პასტელი და ხეზე გრავირება.
ჯონ ჰელდი უმცროსი - ილუსტრატორი, რომელიც მუშაობდა სხვადასხვა სტილსა და მედიაში, მათ შორის ლინოლეუმზე გრავირება, კალმითა და მელნით შესრულებულ ნახატები, ჟურნალის გარეკანების ფერწერა, კარიკატურა, კომიქსები და სცენოგრაფია. ამასთანავე, ქმნიდა სახვით ხელოვნების ნამუშევრებსაც — მათ შორის ცხოველთა სკულპტურებსა და აკვარელის ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს.
უნივერსიტეტები და ხელოვნების სკოლები სთავაზობენ ილუსტრაციის სპეციალურ სასწავლო კურსებს, რის შედეგადაც ეს სფერო პროფესიად ყალიბდება. ბევრი ილუსტრატორი მუშაობს ფრილანსერად და იღებს შეკვეთებს გამომცემლებისგან (გაზეთების, წიგნების ან ჟურნალების), ასევე სარეკლამო სააგენტოებისგან.
1950-იან და 1960-იან წლებში ილუსტრატორებში განსაკუთრებით პოპულარული მასალად ითვლებოდა კაზეინი, ისევე როგორც კვერცხის ტემპერა. ამ მასალების სწრაფი გამოყენება და გამძლეობა შეესაბამებოდა ილუსტრაციის მოთხოვნებს. ორივე ტიპის საღებავით შესრულებული ნამუშევრები უძლებდა კლიენტებთან და საბეჭდავებთან ტრანსპორტირების დროსთან არსებულ სირთულეებს დაზიანების გარეშე.
კომპიუტერული ილუსტრაცია, ან ციფრული ილუსტრაცია - ციფრული ხელსაწყოების გამოყენება გამოსახულებების შესაქმნელად.
კომპიუტერებმა სამომხმარებლო ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვალეს და დღეს ბევრი კარიკატურისტი და ილუსტრატორი ქმნის ციფრულ ილუსტრაციებს კომპიუტერების, გრაფიკული ტაბლეტებისა და სკანერების გამოყენებით. ფართოდ გავრცელებულია პროგრამები, "Adobe Illustrator", "Adobe Photoshop", "GIMP", "Corel Painter" და "Affinity Designer".
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Le Portail des Métiers du livre organise et met à jour les informations générales au sujet du métier d'illustrateur (formation, nouvelles publications), et relaie les principaux événements et débats en France sur le sujet.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Elster, Charles; Simons, Herbert (1985), "How important are illustrations in children's readers?", The Reading Teacher (International Reading Association) 39 (2): 148–152
- ↑ What does it mean to be an illustrator?. ციტირების თარიღი: 2016-03-08
- ↑ Part One: The Instructional Role of Illustrations. ucar.edu. ციტირების თარიღი: 2014-12-15
- ↑ The first recorded cartoon illustration and animation. Island Cartoons (11 December 2014).