ილუზიონისტი (2010 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ილუზიონისტი“
ფილმის ტიპი ნახატი ფილმი
რეჟისორი სილვენ შომე
პროდიუსერი ბობ ლასტი
სელი შომე
კომპოზიტორი სილვენ შომე
სტუდია Pathé (ბრიტანეთი)
Sony Pictures Classics (აშშ)
პრემიერა
  • 16 ივნისი, 2010 (2010-06-16) (საფრანგეთი)
  • 20 აგვისტო, 2010 (2010-08-20) (ბრიტანეთი)
  • 25 დეკემბერი, 2010 (2010-12-25) (აშშ)
ხანგრძლივობა 79 წთ.[1]
ქვეყანა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი}
ენა ინგლისური
ფრანგული
შოტლანდიური
ბიუჯეტი 17 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 5,602,431 აშშ დოლარი[2]

ილუზიონისტი“ (ფრანგ. „L'Illusionniste“) — რეჟისორ სილვენ შომეს 2010 წლის ნახატი ანიმაციური ფილმი. მისი სცენარი ეფუძნება ფრანგი მიმის, რეჟისორისა და მსახიობის ჟაკ ტატის გამოუყენებელ სცენარს, რომელიც 1956 წელს დაიწერა. მნიშვნელოვანია, რომ ტატისათვის ამ სცენარის დაწერის მთავარი მოტივაცია მისი შვილის, ჰელგა მარი-ჟან შილის პიროვნება იყო.[3]

ფილმის მთავარი პერსონაჟია ტატის ანიმაციური ვერსია, რომელზეც ლორენ კირხერმა იმუშავა.[4] სიუჟეტით მოხუცებული ილუზიონისტი იზოლირებულ დასახლებას ეწვევა, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელზეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. თავდაპირველად ტატის ჰქონდა ფილმის სიუჟეტის ჩეხოსლოვაკიაში განვითარების გეგმა, მაგრამ იგი 1950-იანი წლების შოტლანდიაში გადაიტანა. შომეს თქმით, ეს ფილმი "არ არის რომანტიკული, იგი უფრო მეტად მამასა და მის ქალიშვილს შორის ურთიერთობებზეა."[5] კომპანიის Sony აშშ პრეს-რელიზში ჟღერს: "ილუზიონისტის სცენარის ავტორია ფრანგული კომედიის გენიოსი და კინოლეგენდა ჟაკ ტატი. სცენარი ეფუძნება მამის თბილ წერილს თავის ქალიშვილთან. მანამდე იგი არ დადგმულა".[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]