ილირიული ომები
პირველი ილირიული ომი | |||
---|---|---|---|
ილირიული ომების ნაწილი | |||
ხმელთაშუა ზღვის რეგიონი ძვ. წ. 218 წელს | |||
თარიღი | ძვ. წ. 229 - ძვ. წ. 228 | ||
მდებარეობა | ილირია | ||
შედეგი | რომის გამარჯვება, მეკობრეთა დროებითი ჩახშობა | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ილირიაში რომის რესპუბლიკის კონტროლი დაწესდა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
მეორე ილირიული ომი | |||
---|---|---|---|
ილირიული ომების ნაწილი | |||
თარიღი | ძვ. წ. 220 - ძვ. წ. 219 | ||
მდებარეობა | ილირია | ||
შედეგი | რომის გამარჯვება. დემეტრიუსი გაიქცა | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
ილირიაში რომის რესპუბლიკის კონტროლი დაწესდა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ილირიული ომები — რომის რესპუბლიკისა და ილირიელთა დაპირისპირება ძვ. წ. 229-ძვ. წ. 219 წლებში. კონფლიქტი დაიწყო როგორც მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა და დასრულდა ილირიის რომის მორიგ პროვინციად ქცევით. ეს იყო რომაელთა პირველი აგრესია ადრეატიკის ზღვის მიღმა.
პირველი ილირიული ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაპირისპირების მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ილირიაში დედოფალმა ტევტამ გამეფების შემდეგ, შეაგულიანა ილირიელები მეკობრეობისთვის. ილირიელები არა მხოლოდ მეზობელ ბერძნებს აწიოკებდნენ, არამედ იტალიის სანაპიროებსაც აწუხებდნენ. ილირიელები ადრეც აწუხებდნენ იტალიელ ვაჭრებს, მაგრამ ტავტას შეგულიანებით ყაჩაღობამ ყველანაერ ზღვარს გადააჭარბა. დაზარალებულმა ვაჭრებმა სენატს მიმართეს დახმარებისთვის. სენატმა ილირიაში ელჩებად გაგზავნა გაიუს და ლუციუს კორუნკანიუსები.
დედოფალმა რომაელი ელჩები ცივად მიიღო და განაცხადა, რომ იგი არ ერევა თავისი ქვეშერდომების საქმეებში, რაზეც, პოლიბიუსის ცნობებით, ლუციუსმა უპასუხა, რომ რომი იცავს მოქალაქეებს კერძო პირების მიერ მიყენებული შეურაცხყოფებისგან და დაემუქრა, რომ რომი ეცდება ამ ჩვევის ილირიაშიც დანერგვას. ტევტა განარისხა ელჩის თავხედობამ, მან ბრძანა ელჩებს დადევნებოდნენ და მოეკლათ თავხედი ელჩი. გაურკვეველია, დაიღუპა მხოლოდ ლუციუსი თუ ორივე ძმა. როდესაც რომში შეიტყვეს ამის შესახებ, რომაელეში შეშფოთდნენ მომხდარით და ომისთვის მზადება დაიწყეს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აპიანე. ილირიული მოვლენები
- ტიტუს ლივიუსი. Ab Urbe Condita. პერიოქები წ. 20
- პოლიბიუსი - საყოველთაო ისტორია. წიგნი 2