შინაარსზე გადასვლა

ილია ჯაიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ჯაიანი
დაბადების თარიღი 5 თებერვალი, 1854
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1916
წოდება გენერალ-მაიორი
ჯილდოები
  • 1902 – წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1895 – წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1889 – წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1878 – წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი (ხმლებითა და ბანტით)

ილია თომას ძე ჯაიანი (დ. 5 თებერვალი, 1854 – გ. 29 იანვარი, 1916) — სამხედრო პირი. მეფის რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.

დაამთავრა ტფილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი და ოფიცერთა სკოლა.

მსახურობდა მეგრულ მე-16 პოლკში; 1876 წლიდან პრაპორშიკი; 1877 წლიდან პოდპორუჩიკი; 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე; 1879 წლიდან პორუჩიკი; 1881 წლიდან შტაბს-კაპიტანი; 1884 წლიდან კაპიტანი; იყო ასეულის მეთაური, შემდგომ ბატალიონის მეთაური; 1890 წლიდან პოდპოლკოვნიკი; 1905 წლიდან — პოლკოვნიკი. 1905 წლიდან ბაშკადიკლარსკის სარეზერვო ბატალიონის მეთაური; 1905 წლიდან გორის 259-ე სარეზერვო პოლკის მეთაური; 1909 წლიდან სამურსკის 83-ე ქვეითი პოლკის მეთაური; 1912 წელს, ასაკის გამო გადადგა სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდებით. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1915 წელს, იმავე ჩინით შეუდგა სამსახურს; 1916 წელს ჩაირიცხა კავკასიის სამხედრო ოკრუგის შტაბის რეზერვში.

გარდაიცვალა 61 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ილია_ჯაიანი“-დან