ილია ჯავრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ილია დიმიტრის ძე ჯავრიშვილი (ჯავროვი; დ. 20 ივლისი, 1841 — გ. 18 მაისი, 1901) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1894).

სამხედრო სამსახურში იყო 1859 წლიდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). 1877 წლიდან პოდპოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა კავკასიის სამთო საარტილერიო ნახევარბატარეას, 1878 წლიდან — მე-40 საარტილერიო ბრიგადის მე-2 ბატარეას. 1883 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1885 წლიდან იყო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის მეთაური. 1894 წლის ოქტომბერში სამხედრო სამსახურიდან გადადგა მუნდირითა და პენსიით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. დაკრძალულია საგვარეულო აკლადამაში სოფელ წალასყურში. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III და II, წმ. ანას III და II, წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гогитидзе М.- Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), Кн.1., - Тб., - 2007. - გვ. 124.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]