შინაარსზე გადასვლა

ილია ფრანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ფრანკი
დაბ. თარიღი 10 (23) ოქტომბერი, 1908 ან 23 ოქტომბერი, 1908(1908-10-23)[1]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2]
გარდ. თარიღი 22 ივნისი, 1990(1990-06-22)[3] [4] [5] [6] [7] (81 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი[3]
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი[8] [9] , ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი და Institute for Nuclear Research
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი[8] და რუსეთის მეცნიერებათა აკადემია[10]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[11] და მეცნიერების ბაკალავრი
მამა Mikhail Frank
ჯილდოები სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია[12] , სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, ნობელის პრემია ფიზიკაში[13] [14] , შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, მოსკოვის 800 წლისთავის მედალი, ორდენი „კირილე და მეთოდე“, Friendship Order, პოლარული ვარსკვლავის ორდენი, სტალინური 1-ლი ხარისხის პრემია, სტალინური მე-2 ხარისხის პრემია და honorary doctor of the University of Łódź

ილია მიხეილის ძე ფრანკი (რუს. Илья Михайлович Франк; დ. 10 (23) ოქტომბერი, 1908, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 22 ივნისი, 1990, მოსკოვი) — საბჭოთა ფიზიკოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1958), აკადემიკოსი 1968 წლიდან, წევრ-კორესპოდენტი 1946 წლიდან.

ილია ფრანკი დაიბადა ქ. პეტერბურგში 1908 წლის 23 ოქტომბერს. 1930 წელს დამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1930-1934 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ოპტიკურ ინსტიტუტში. 1934-1970 წლებში სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში; 1941 წლიდან განყოფილების გამგედ, 1947 წლიდან ლაპორატორიის გამგედ. 1957 წლიდან იყო ბირთვული გამოკვლევების დუბნის გაერთიანებული ინსტიტუტის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორი და 1971 წლიდან სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული გამოკვლევების ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე. 1940 წლიდან ასევე მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი.

ფრანკის შრომები ეძღვნება ფიზიკურ ოპტიკას, დაბალი ენერგიების ნეიტრონულ და ბირთვულ ფიზიკას. 1937 წელს ი. ტიმთან ერთად, კლასიკური ელექტროდინამიკის საფუძველზე, დაამუშავა ვავილოვ-ჩერენკოვის გამოსხივების თეორია, უძვენა რა, რომ ამ გამოსხივების წყაროდ ითვლებიან ელექტრონები, რომლებიც გარემოში მოძრაობენ სინათლის ფაზურ სიჩქარეზე მეტი სიჩქარით, რისთვისაც 1946 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია, ხოლო 1958 წელს ნობელის პრემია. შემდგომში მან გამოიკვლია ამ გამოსხივების მრავალი თავისებურებანი, ააგო ე. წ. დოპლერის რთული ეფექტის თეორია და ვ. გიზბურგთან ერთად დოპლერის დოპლერის ანომალური ეფექტის თეორია, ასევე გინზბურგთან ერთად იწინასწარმეტყველა გადასასვლელი გამოსხივება, რომელიც აღიძვრება მოძრავი მუხტების მიერ ორი გარემოს ბრტყელი საზღვრის გადაკვეთისას.

1938 წელს გროშევთან ერთად გამოიკვლია ორთქლის წარმოქმნა გამა კვანტებით კრიპტონში და აზოტში, მიიღო რა ამ მოვლენის თეორიისა და ექსპერიმენტის მეტად სრული, კორექტული შედარება.

1940-იან წლებში ფრანკმა განახორციელა ფართო თეორიული და ექსპერიმენტული გამოკვლევები ნეიტრონების გამრავლებისა ჰეტეროგენულ ურან-გრაფიტულ სისტემებში, რომლებიც დაეხმარნენ გაეგო და დაეზუსტებინა ბირთვულ რეაქტორებში ნეიტრონების გადატანის ძირითადი კანონზომიერებანი, კერძოდ, საშუალება მისცეს დიდი სიზუსტით განესაზღვრა ნეიტრონების კრიტიკული ზომა და გამრავლების კოეფიციენტი უსასრულო სისტემაში, ასევე შეესწავლა მათი დამოკიდებულება ურან-გრაფიტული მესრის თვისებებზე. მან წამოაყენა და დაამუშავა სითბური ნეიტრონების დიფუზიის შესწავლის იმპულსური მეთოდი. 1954 წელს აღმოაჩინა დიფუზიის საშუალო კოეფიციენტის დამოკიდებულება გეომეტრიულ პარამეტრზე. დაამუშავა ასევე ნეიტრონების სპექტრომეტრიის ახალი მეთოდი — ტყვიაში მათი შენელების დროის მიხედვით.

ფრანკმა შეასრულა ექსპერიმენტული გამოკვლევების ციკლი იმ მსუბუქი ბირთვების რეაქციებზე , რომლებსაც ეცემოდა ნეიტრონები, ასევე ჩქარი ნეიტრონების ურთიერთქმედებაზე ტრიტიუმის, ლითიუმისა და ურანის ბირთვებთან. საფუძველი ჩაუყარა მოკლე ცხოვრების კვაზისტაციონალური მდგომარეობისა და მეზონებითა და მაღალი ენერგიის ნაწილაკებით ბირთვის გაყოფის შესწავლას. მონაწილეობა მიიღო ჩქარ ნეიტრონებზე მომუშავე იმპულსური რეაქტორების შექმნასა და გაშვებაში.

ი. ფრანკი გარდაიცვალა 1990 წლის 22 ივნისს ქ. მოსკოვში.

ჯილდოები და მედლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიენიჭა სსრკ-ის სახელმწიფო პრემიები (1954, 1971); ს. ვავილოვის ოქროს მედალი (1980).

  • გორდეზიანი კ., ხეცურიანი თ., „საბჭოთა ფიზიკოსები — ნობელის პრემიის ლაურეატები“, თბ., 1990, გვ. 20-22
  1. Visuotinė lietuvių enciklopedija Online
  2. Франк Илья Михайлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #130651648 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  5. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. Munzinger Personen
  8. 1 2 Kojevnikov A. Encyclopædia Britannica
  9. https://www.lebedev.ru/ru/personalities/nobelevskie-laureaty/1165
  10. Mathematics Genealogy Project — 1997.
  11. NNDB — 2002.
  12. Летопись Российской академии наук. Т. VII. 1946—1953Москва: Архив Российской академии наук, 2022. — С. 81. — 896 с. — ISBN 978-5-6046932-6-1
  13. The Nobel Prize in Physics 1958Nobel Foundation.
  14. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.