ილია ჟურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილია მიხეილის ძე ჟურული (დ. 2 ოქტომბერი, 1856 — ?) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1913).

თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა თბილისის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. 1878 წლიდან ოფიცრის ჩინით მსახურობდა (პრაპორშჩიკი, 1878; პოდპორუჩიკი, 1882; პორუჩიკი, 1886; შტაბს-კაპიტანი, 1900; კაპიტანი, 1900). 1905 წელს წარჩინებისთვის მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1905-1911 წლებში მსახურობდა სალიანის 262-ე (1910 წლიდან 206-ე) ქვეით პოლკში. 1913 წლის დეკემბერში თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდების მინიჭებით, მუნდირითა და პენსიით. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს არმიაში სამხედრო სამსახურში დაბრუნდა თავის პოლკში. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III (1894) და II (1906) და წმ. ანას III (1902) ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]