შინაარსზე გადასვლა

ილია თაყაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილია (ილიკო) ალექსანდრეს ძე თაყაიშვილი (დ. 20 მაისი, 1926, თბილისი, — გ. 7 სექტემბერი, 2015) — ქართველი მოცეკვავე, ექიმი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1953).

1938 წელს დაამთავრა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვანელი დ. ჯავრიშვილი), 1951 წელს — დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1940-იან წლებში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის სპეკტაკლებში, მ. შ. „დონ კიხოტში“ (გამოდიოდა ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად). 1945 წლიდან ახალდაარსებული ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი) შემადგენლობაში იყო. თაყაიშვილი ამ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენელია. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული ოსტატობით, გარდასახვის უნარით, ტემპერამენტით. ცეკვავდა ანსამბლის თითქმის მთელი რეპერტუარის წამყვან პარტიებს. ცეკვის პარალელურად მუშაობდა ანსამბლის ექიმად. შემდგომ წლებში იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]