ილია ზაქაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილია ზაქაიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 ივლისი, 1924
დაბ. ადგილი დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2008
ეროვნება ქართველები
ჟანრ(ებ)ი ხალხური
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ჯილდოები
საქართველოს ღირსების ორდენი

ილია ზაქაიძე (დ. 7 ივლისი, 1924 — გ. 2008) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980),[1] საქართველოს სსრ-ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი.

დაიბადა დუშეთში. სიმღერა დაიწყო ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლში. 1951 წელს მე-7 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ივანე (ვანო) ჯავახიშვილის მუსიკაზე შესრულებულმა სიმღერამ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ ზაქაიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა. 1957 წელს საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერიან ცაგარეიშვილმა ილია ზაქაიძე ანსამბლში სოლისტად მიიწვია, სადაც 50 წელი მოღვაწეობდა. მღეროდა დუეტებს, ქალაქურ (მედუდუკეთა დასის თანხლებით), საგუნდო და სოლო საფანდურო სიმღერებს.

მის მიერ როსტომ საგინაშვილთან ერთად შესრულებული სიმღერა „ჩაკრულო“ 1977 წელს „ნასამ“ კოსმოსში გაგზავნა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997),[2] საპატიო სიგელებითა და სხვა ჯილდოებით.

2014 წელს დუშეთში ილია ზაქაიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. კონცერტი გამართა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „ერისიონმა“.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. — თბ., 2007. — გვ. 104

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ილია ზაქაიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. საქართველოს რესპუბლიკა. Iverieli (17 ივლისი, 1997). წაკითხვის თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  3. ილია ზაქაიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო დუშეთში. old.1tv.ge (4 დეკემბერი, 2014). წაკითხვის თარიღი: 13 ივნისი, 2019.