ილია გოპაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ილია ზურაბის ძე გოპაძე (დ. 20 იანვარი [ძვ. სტ. 8 იანვარი], 1853, ქუთაისი — გ. 29 მარტი, 1932, თბილისი) — ქართველი თერაპევტი. მედიცინის დოქტორი (1886). სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1917).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1878 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1888 წელს ბერლინში იმაღლებდა კვალიფიკაციას მასაჟისა და სამკურნალო ტანვარჯიშის დარგში. 1888–1994 წლებში მუშაობდა პეტერბურგის ჰოსპიტალურ თერაპიულ კლინიკაში. 1894–1909 წლებში იყო აბასთუმნის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1898 წლიდან — აბასთუმნის მინერალური წყლების დირექტორი. აბასთუმნის, როგორც ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულების, დამაარსებელი, რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის, ნიკოლოზ II-ის უმცროსი ძმის, ტუბერკულოზით დაავადებული დიდი მთავრის — გიორგი ალექსანდრეს ძის პირადი ექიმი (ლაიბ მედიკოსი 1904 წლამდე), 1921 წლიდან — კურორტ აბასთუმნის კონსულტანტი. აქტიურად მონაწილეობდა კურორტის კეთილმოწყობასა და მშენებლობაში. შეისწავლა მისი კლიმატური და ბალნეოლოგიური ფაქტორების როლი ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებათა მკურნალობაში. იყო კავკასიაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადოების გამგეობისა და ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების სამეცნიერო ტერმინოლოგიის საექიმო წრის პირველი თავმჯდომარე.

მიღებული ჰქონდა წმ. ანდრიას, წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Влияние массажа на азотистый обмен и усвоение азотистых веществ, СПб., 1886 (дисс.);
  • Абастуман как климатическая станция и бальнеологический курорт, Тфл., 1930.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წულუკიძე ა., მეცხრამეტე რესაუკუნის ქართველი ექიმები, თბ., 1961