ილია ბაკაკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ბაკაკური
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1914
სკრა, გორის რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1974 (60 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება თბილისის 32-ე შრომის სკოლა
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967)

ილია ბაკაკური (დ. 18 ნოემბერი, 1914 — გ. 2 დეკემბერი, 1974)[1] — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1967).[2]

ილია ბაკაკური დაიბადა სოფელ სკრაში, გორის რაიონში, 1914 წლის 18 ნოემბერს.[3] დაამთავრა თბილისის 32-ე შრომის სკოლა 1929 წელს. იყო პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბის (1929–1932, 1934–1935), რკინიგზის ტრანსპორტის (1931-1932), მარჯანიშვილის (1932–1933), ხონის (1933–1934) და მუსკომედიის (1935–1935) თეატრების მსახიობი. მის მიერ მუსკომედიის თეატრში შესრულებული განთქმული როლებია: ბენედიქტე (ვალერიან ცაგარეიშვილის „სამთა სიყვარული“), კრომარი (ფრანც ლეგარის „მხიარული ქვრივი“), ბაგრატი (არჩილ კერესელიძის „თბილისის ცის ქვეშ“), გრიგორ ივანიჩი, ნესტორი, მალაქი (გიორგი ცაბაძის „სიმღერა სიყვარულზე“, „ბრწყინვალე მომავალი“, „ჩვენი ნაცნობები“), ფოსტალიონი (დავით თორაძის „ნათელა“), ბოკოკია (ნიკოლოზ გუდიაშვილის „სალხინობელი“), მაჭანკალი (შოთა მილორავა ს „სასიძოები“), ლომია (რევაზ ლაღიძის „მეგობრები“), ავეტიკა (შალვა აზმაიფარაშვილის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), ათანასე (იური მილიუტინის „ტრემბიტა“), სულთან ბეგი (უზეირ ჰაჯიბეკოვი ს „არშინ მალ ალან“) და სხვა.

ბაკაკურს მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა ქართულ ფილმებში, მათ შორისაა: „მაია წყნეთელი“ (1959), „ვინ შეკაზმავს ცხენს“ (1963), „ბიჭი და ძაღლი“ (1964), „ხევსურული ბალადა“ (1965), „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ (1965), „ლონდრე“ (1966), „არღანი“ (1967), „ალოობა“ (დათო პაპა, 1967), „დიდი მწვანე ველი“ (გიორგი, 1967), „ბზიანეთი“ (გიორგი, 1968), „მოლოდინი“ (1969), „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ილო, 1969), „წყალდიდობა“ (1970), „ფეოლა“ (1970).[4]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო“. — გვ.79; თბ., 1994.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ИЛЬЯ БАКАКУРИ —Биография. kino-teatr.ru. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2018.
  2. ილია ბაკაკური. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2018.
  3. Илья Бакакури. kinopoisk.ru. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2018.
  4. ილია ბაკაკური. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 23 სექტემბერი, 2018.