ილია აგლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგლაძე.

ილია სიმონის ძე აგლაძე (აღლაძე) (დ. 1872, თბილისი — გ. 15 ივლისი, 1948, წაღვერი) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ დაამთავრა, გარიცხეს „მგლის ბილეთით“, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. მისი თარგმანები, ფელეტონები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა 1894 წლიდან. 1894-1902 წლებში მუშაობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. 1908-1910 წლებში აგლაძე „დროებისა“ და მისი სურათებიანი დამატების რედაქტორია. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი. თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული სტატიებისათვის მეფის მთავრობა დევნიდა. 1910 წელს დააპატიმრეს. 1917 წლამდე გადასახლებაში იყო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მუშაობდა „კომუნისტის“, „ლიტერატურული საქართველოსა“ და „მნათობის“ რედაქციებში.

აგლაძემ თარგმნა პუშკინის, ი. ტურგენევის, ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვის, მ. გორკისა და სხვ. თხზულებანი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 58, თბ., 1975 წელი.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 31, თბ., 1994