ილია აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ილია აბაშიძე (დ. 24 მარტი, 1882, გურჯაანი — გ. 1953) — ქართველი ვიოლონჩელისტი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია აბაშიძე რვა წლის იყო როდესაც სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიაბარეს. მეოთხე კლასში ვიოლონჩელოზე დაკვრის შესწავლა დაიწყო. 1902-1904 წლებში თბილისის მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. 1904 წელს მუსიკალური განათლების მიღება მოსკოვის ფილარმონიულ სასწავლებელში განაგრძო. პარალელურად, მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზეც ისმენდა ლექციებს. შემდგომში სასწავლებლად იყო ფინეთში და გერმანიაში, ლაიპციგის კონსერვატორიაში, შემდეგ ჩეხეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ საკონცერტო მოღვაწეობას შეუდგა. 1918 წელს დამოუკიდებელ საქართველოში მან ითავა ნიკო სულხანიშვილის დავიწყების სივრციდან ხელახლა ასპარეზზე გამოყვანა. ქართველთა სამხედრო კავშირის დახმარებით ფასიანი გუნდი შეადგინა და კომპოზიტორი მის ლოტბარად მოიწვია. ამ გუნდმა ორი ისტორიული მნიშვნელობის ეროვნული კონცერტი ჩაატარა: 9 ივნისს ქართულ კლუბში და 30 ივნისს ოპერის თეატრში. გასაბჭოების შემდეგ, სხვადასხვა დროს იყო თბილისსა და ქუთაისში პირველი საფორტეპიანო ტრიოს ორგანიზატორი და წევრი; მელიტონ ბალანჩივაძის მიერ დაარსებული ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის გამგე და პედაგოგი; მოსწავლეთა გუნდის დამაარსებელი და ლოტბარი; ანდრია ყარაშვილის სიმებიანი კვარტეტისა კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლების წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა ზ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 8, თბ., 2018 წელი.
  • ვ. ბერიძე, „კულტურა და ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში (1918-1921 წლები)“, თბ., „მეცნიერება“, 1992.
  • გ. ნადირაძე, „ნიკო სულხანიშვილი, მონოგრაფია“, თბ., 2006.
  • რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე, „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]