ილიას ილიადისი
|
| |
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| დაბ. სახელი | Ηλίας Ηλιάδης |
| დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1986[1] (39 წლის) |
| დაბ. ადგილი | ახმეტა |
| სიმაღლე | 178 სმ |
| წონა | 90 კგ |
| ქვეყანა | საბერძნეთი |
ილიას ილიადისი (დაბადების სახელი: ჯარჯი ოთარის ძე ზვიადაური; დ. 10 ნოემბერი, 1986, ახმეტა) — სპორტსმენი (ძიუდო), ოლიმპიური ჩემპიონი, წარმოშობით ქართველი, 2002 წლიდან ასპარეზობს საბერძნეთის სახელით. ქართველი ძიუდოისტის ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი.
2002 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში, 2004 წელს — ევროპის ჩემპიონი. იმავე წელს მოიპოვა ოქროს მედალი ათენის XXVIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 81 კგ წონით კატეგორიაში. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე იყო საბერძნეთის ოლიმპიური ნაკრების მედროშე. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ამავე კატეგორიაში 2011 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, 2010 და 2015 წლებში — მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 2005 და 2009 წლებში მოგებული აქვს ხმელთაშუა ზღვის თამაშები. 2019–2025 წლებში იყო უზბეკეთის, 2025 წლიდან საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 367.