შინაარსზე გადასვლა

ილიანა იოტოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილიანა იოტოვა
ილიანა იოტოვა
ბულგარეთის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა23 იანვარი, 2026
წინამორბედირუმენ რადევი

ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 იანვარი, 2017 – 23 იანვარი, 2026
პრეზიდენტირუმენ რადევი
წინამორბედიმარგარიტა პოპოვა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
2007 – 16 იანვარი, 2017

დაბადებული24 ოქტომბერი, 1964
სოფია, ბულგარეთი
პოლიტიკური პარტიაბულგარული სოციალისტური პარტია

ილიანა იოტოვა (ბულგ. Илияна Йотова; დ. 24 ოქტომბერი, 1964, სოფია, ბულგარეთი) — ბულგარელი პოლიტიკოსი, 2026 წლის 23 იანვრიდან ბულგარეთის პრეზიდენტი.[1] ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტი 2017-2026 წლებში.

დაიბადა 1964 წლის 24 ოქტომბერს სოფიაში. 1989 წელს დაასრულა სოფიის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991-1997 წლებში მუშაობდა ბულგარეთის ეროვნულ ტელევიზიაში. 2000 წლის 7 მაისიდან ბულგარული სოციალისტური პარტიის უმაღლესი საბჭოს წევრია. 2005 წელს აირჩიეს ბულგარეთის სახალხო კრების დეპუტატად, ხოლო 2007 წელს ევროპის პარლამენტის წევრად. 2017 წლის 22 იანვრიდან ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტია.[2]

2026 წლის 19 იანვარს, ერისთვის მიმართვისას პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა გადადგომის განზრახვის შესახებ და მწუხარება გამოთქვა სისტემური კორუფციის წინააღმდეგ კოლექტიური ბრძოლის აუცილებლობის გამო.[3] მომდევნო დღეს რადევმა გადადგომის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა.[4] სამი დღის შემდეგ, 23 იანვარს, საკონსტიტუციო სასამართლომ ოფიციალურად მიიღო რადევის გადადგომა, რითაც დასრულდა მისი უფლებამოსილება ბულგარეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე.[5] განჩინების გამოქვეყნებიდან მალევე, რადევმა იოტოვასთან — ახალ პრეზიდენტთან — ერთად დატოვა „დონდუკოვ 2“-ის სასახლე და მხარდამჭერებს მიმართა, სადაც მომავალ საკანონმდებლო არჩევნებზე ერთიანი ბრძოლის პირობა დადო.[6] ილიანა იოტოვა ოფიციალურად გახდა ბულგარეთის პირველი ქალი პრეზიდენტი 2026 წლის 23 იანვარს.[7]

დაოჯახებულია ანდრეი იოტოვაზე და ჰყავთ ერთი შვილი.[8][9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ბულგარეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. radiotavisupleba.ge (23.01.2026).
  2. Румен Радев официально вступил в должность президента Болгария - Новости
  3. На живо: Радев подаде оставка като президент, отива на изборите (видео) bg (19 January 2026). ციტირების თარიღი: 2026-01-19
  4. Радев официално подаде оставка пред Конституционния съд bg (20 January 2026). ციტირების თარიღი: 2026-01-20
  5. Румен Радев вече не е президент, държаве глава е Илиана Йотова bg (23 January 2026). ციტირების თარიღი: 2026-01-23
  6. "Много сме, не могат да спрат вълната". Радев напусна президентството, Йотова е първата жена държавен глава bg (23 January 2026). ციტირების თარიღი: 2026-01-23
  7. Karagyozov, Konstantin; Trifonov, Nikolay (23 January 2026). „UPDATED Iliana Iotova Becomes Bulgaria's President after Constitutional Court Ruling“. Bulgarian News Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 January 2026. ციტირების თარიღი: 25 January 2026.
  8. Илияна Йотова. www.bgsocialists.eu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-31. ციტირების თარიღი: 2017-07-30.
  9. Говорят Илияна Йотова и мъжът до нея - България | Vesti.bg