ილემის ეკლესია
ილემის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°04′13″ ჩ. გ. 43°07′29″ ა. გ. / 42.07028° ჩ. გ. 43.12472° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ქვედა ილემი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მარგვეთისა და უბისის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
თარიღდება | XI საუკუნე |
ილემის ეკლესია, შემოქმედი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ილემში. თარიღდება შუა საუკუნეებით.
არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეკლესია "შემოქმედი" აშენებულია XI-XII საუკუნეებში. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. თაღი დაბჯენილია ოთხ სვეტზე და ოთხ ნახევარსვეტზე. ნაშენია თლილი მოთეთრო ფერის ქვისა და კირისაგან. მისი დასავლეთი კედელი გადაკეთებულია 1899 წელს, როდესაც ეკლესიისათვის გაფართოების მიზნით დასავლეთით შენობა მიუმატებიათ, ძველი ეკლესია საკურთხევლად გაუხდიათ, მიშენებული ნაწილი შუა ეკლესიად, ამავე დროს ტრაპეზი და სამკვეთლოც ახალი გაუმართავთ. ეკლესია მოხატულია, წარწერები მხატვრობას ასომთავრულად აქვს, ეკლესიაში არის საერო პირთა გამოსახულებებიც. ეკლესიას 1993-98 წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ.170-184, თბილისი, 1995