ილარიონ მგელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილარიონ მგელაძე
დაბ. თარიღი 1890
აკეთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 ივლისი, 1941
მოსკოვი, სსრკ
ეროვნება ქართველი
პროფესია ლიტერატორი, კრიტიკოსი
პარტია რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
წაყენებული ბრალდება ტროცკიზმი
განაჩენი დახვრეტა

ილარიონ მგელაძე, ფსევდონიმი ილია ვარდინი (დ. 1890, აკეთი — გ. 27 ივლისი, 1941, მოსკოვი) — რევოლუციონერი, ლიტერატორი, კრიტიკი, პუბლიცისტი, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის წევრი 1906 წლიდან. მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში კავკასიაში. 1910 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მოსკოვის კომიტეტის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მუშაობაში სარატოვში. 1917 წელს - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის სარატოვის გუბკომის წევრი. 1918 წელს - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის პეტროგრადის ქალაქკომის წევრი. ბრესტის სამშვიდობო ხელშეკრულების განხილვის პერიოდზე „მემარცხენე კომუნისტი“. 1919 წელს - რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის მოსკოვის ქალაქკომის წევრი. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეტის გაზეთების Правда და Известия რიგი სტატიების ავტორი.

სამოქალაქო ომის პერიოდში იყო წითელი არმიიის პირველი კავალერისტული არმიის სემენ ბუდენოვის მეთაურობით პოლიტიკური განყოფილების უფროსი. 1920 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის კიევის გუბკომის ბიუროს წევრი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშაკთა პარტიის ცენტრალური კომიტეის პრესის ქვეგანყოფილების გამგე. სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის (ВЧК - КГБ) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1921 წელს სრულიად რუსეთის საგანგებო კომისიის (ВЧК) უფლებამოსილი რეფერენტი.

1920-იან წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციის და პროპაგანდის განყოფილების ყოველკვირეული გამოცემის - „Красная печать“ რედაქტორი, ჟურნალის რედაქტორი - „На литературном посту“, პროლეტართა მწერლების რუსეთის ასოციაციის მდივანი (РАПП - „მწერალთა კავშირის“ ანალოგი). 1920-იან წლებში მეგობრობდა მთელ რიგ ცნობილ პოეტებთან და მწერლებთან. ითვლებოდა ცნობილ პოეტის სერგეი ესენინის ლობისტად. 1925 წელს - კომუნისტურ პარტიაში მემარცხენე ოპოზიციის აქტიური მონაწილე.

1927 წელს გრიცხეს კომუნისტური პარტიიდან, როგორც „ტროცკისტული ოპოზიციის“ (იოსებ სტალინის მთავარი ოპონენტის, ლევ ტროცკის გუნდი) აქტიური წევრი. 1928 წელს აღადგინეს. 1935 კვლავ გარიცხეს და ამავე წელს დააპატიმრეს. მისჯილი ჰქონდა 10 წლით პატიმრობა. 1941 წლის 7 ივლისს სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ დავრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე წლის 27 ივლისს მოსკოვში, „კომუნარკასთან“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]