ილარიონ გიორგაძე
ილარიონ სიმონის ძე გიორგაძე (დ. ნოემბერი, 1881, ჭალა — გ. 31 დეკემბერი, 1923) — ქართველი მუშა, რევოლუციონერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გლეხის ოჯახში, დვაბზუს სასოფლო საზოგადოების სოფელ ჭალაში. დაამთავრა სოფლის დაწყებითი სასწავლებელი. მუშაობა დაიწყო რკინიგზის მუშად. 1900-იან წლებში რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ბაქოში. 1903 წლიდან იყო რსდმპ-ის წევრი, 1905 წლიდან მენშევიკი. 1905 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. თბილისის მუშათა წრეში და რკინიგზელებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. 1917-1921 წლებში იყო საქართველოს რკინიგზის ცენტრალური გამგეობის წევრი, თბილისის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოთა ანექსიის შემდეგ, 1922 წლის მაისიდან, ჩაბმული იყო არალეგალურ წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო არალეგალური პროფკავშირების ცენტრალური ბიუროს პრეზიდიუმის წევრი. 1923 წელს დააპატიმრეს და გავიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. მოკლეს 1923 წლის 31 დეკემბერს გაურკვეველ ვითარებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხვადაგიანი ი., საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი, თბ.: SOVLAB, 2016. — გვ. 154, ISBN 978-9941-0-9317-3.
- ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ. 600
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილარიონ გიორგაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ილარიონ გიორგაძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)