ილარიონი (ვაჩნაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ილარიონი.

ილარიონი (გვარად ვაჩნაძე) (დ. 1767 — გ. 1823 წ. შემდეგ), დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1801-1820-იან წლებში. 1808-1810 ხელმძღვანელობდა დავითგარეჯის მონასტრის კაპიტალურ რემონტს, რომელიც წამოიწყო საკუთარი სახსრებით იოანე ბატონიშვილმა. 1811 განაახლეს ფერისცვალების ეკლესიის სამხრეთი კედელი. ილარიონის დროს მონასტერი ეკონომიურად დაწინაურდა. 1812 წ. კახეთის აჯანყების დროს ცდილობდა ამბოხებულების დაშოშმინებას. 1813 წლიდან მართავდა ნეკრესის ეპარქიას. 1817 წელს ბრალი დასდეს საეკლესიო ქონების დატაცებაში, თუმცა 1820 წ. გაამართლეს და აღადგინეს მის სამწყსოში. 1823 წლის 7 სექტემბერს განმარტოვდა კარდანახის წმ. საბას მონასტერში, სადაც გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 5, გვ. 105, თბ., 1980
  • Русский биографический словарь: В 25 т. /А.А. Половцов. - М., 1896-1918. Том: 11, Стр.: 79